უსაფრთხო ინექცია

ამ ბლოგში მინდა ვისაუბროთ უსაფრთხოების წესებზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები სისხლით გადამდები ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა: აივი/შიდსი, ჰეპატიტები, სიფილისი და სხვა...ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, განსაკუთრებით საშიშია ნარკოტიკების მოხმარება საზიარო საინექციო საშუალებების გამოყენების გზით.

როგორ შევამციროთ აივ ინფიცირების რისკი ნარკოტიკების ინექციურ  მომხმარებლებში?

პირველ რიგში ეს არის სტერილური/საკუთარი საინექციო აღჭურვილობის გამოყენება და  დაცული სქესობრივი კავშირი.

განვიხილოთ უსაფრთხო ინექციის აუცილებელი მოთხოვნები;

უსაფრთხო ინექციისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საკუთარი ნემსის/შპრიცის ქონა, აუცილებელია ინდივიდუალური ჭურჭლის და აღჭურვილობის ქონა.

„გაზიარება“ ნიშნავს არა მხოლოდ სხვისი ნახმარი შპრიცით სარგებლობას, არამედ სხვისი ნახმარი ფილტრის, გასაზავებელი წყლის, წყლის ჭურჭლის, ბამბის/სპირტიანი ტამპონის, კოვზის მოხმარებას ან სხვისთვის გადაცემას.

არ ათხოვო და არ ითხოვო! - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

ყოველთვის შეგიძლიათ საკუთარი თავის დაცვა ინფექციისგან, საკუთარი მოწყობილობების გამოყენებით, რაშიც შედის:

•  ახალი, სტერილური ნემსები და შპრიცები . თითოეული გაკეთება თითო სტერილური შპრიცით;

•  გასაზავებელი წყალი, ჭიქები;  ნარკოტიკული საშუალებების გაზავების ან შპრიცების გარეცხვის დროს არ გამოიყენოთ წყალი, რომელიც კონტაქტში იყო გამოყენებულ ნემსებთან, შესაძლოა ნემსებზე სხვისი სისხლი იყოს დარჩენილი;

• კოვზები ან ჭურჭელი. ვირუსული დაავადების გადადება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როცა ერთ კოვზზე მომზადებულ ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა შპრიცით ამოიღებთ; 

•  ფილტრები; გამოიყენეთ მხოლოდ საკუთარი ფილტრი. სხვისი ფილტრის გამოყენება სარისკოა, რადგან შესაძლოა მასზე სხვისი სისხლი იყოს დარჩენილი;

• ტამპონები/სველი სპირტიანი ხელსახოცები. ნუ მოხარშავთ ნახმარ ბამბის ტამპონებს და გაწურავთ მასში ჩარჩენილ ნარკოტიკის წვეთებს. ასეთი ხსნარის ინექციამ შესაძლოა გამოიწვიოს „ბამბის ციებ-ცხელება“;

• ინექცია განახორციელეთ სუფთა ხეელებით; 

• ის ზედაპირი, რომელზეც ნარკოტიკულ საშუალებას ამზადეთ, შესაძლებელია რომ სხვისი სისხლით იყოს დასვრილი;

•  თქვენივე სისხლმა შესაძლოა ბამბის ტამპონშიც კი გაჟონოს და თითები დაგისვაროთ, ამის გამო შესაძლოა დასვაროთ საინექციო ინსტრუმენტები. 

ყველაფერი სუფთა,  უკეთესია!

თუკი გესაჭიროება სტერილური საინექციო აღჭურვილობა ან კონსულტაციები, მიმართე ზიანის შემცირების პროგრამას სხვადასხვა ქალაქში. დაგვიკავშირდი: https://www.facebook.com/geohrn


სოციალური კამპანია სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ

სოციალური კამპანია სტიგმისა და დისკრიმინ...

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია 2012

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპა...

ასოციაცია

ასოციაცია "ქსენონი"...

უახლესი კვლევა - ნარკოპოლიტიკის გავლენა ნემსებისა და შპრიცების პროგრამაზე და სერვისების მიწოდების სტრუქტურული ბარიერები

უახლესი კვლევა - ნარკოპოლიტიკის გავლენა ...

31 ოქტომბრის შეხვედრაზე ანგარიშების პრეზენტაცია გაიმართა

31 ოქტომბრის შეხვედრაზე ანგარიშების პრეზ...

აივ ტესტირების მობილური აპლიკაცია

აივ ტესტირების მობილური აპლიკაცია ...

აპრილის თვეში გაწეული რეაგირებებები

აპრილის თვეში გაწეული რეაგირებებები...

აივ/შიდსი, სტიგმა და დისკრიმინაციის გავლენა ინფექციაზე - 1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღე

აივ/შიდსი, სტიგმა და დისკრიმინაციის გავლ...

N4 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N4 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...