ებრძოლე აივ სტიგმას

აივ ინფექციის სტიგმის არარსებობა არის აივ – ეპიდემიის დასრულების მნიშვნელოვანი ნაწილი.

აივ ინფექციასთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია გულისხმობს ცრურწმენებს, უარყოფით დამოკიდებულებას აივ/შიდსის მქონე ადამიანების მიმართ. სტიგმა დეზინფორმაციისგან მოდის. აივ სტიგმა გულისხმობს ირაციონალურ ან ნეგატიურ დამოკიდებულებას, ქცევას და განსჯას აივ პოზიტიურ ან რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების მიმართ. მას შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს აივ პოზიტიურთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. სტიგმას ასევე შეუძლია გავლენა იქონიოს აივ ინფექციის რისკის ქვეშ მყოფებზე. სტიგმა ხელს უშლის აივ სტატუსის გაგებას და დროულ მკურნალობას. ხშირად ადამიანები ძლიერი სტიგმის გამო თავს იკავებენ  აივსაწინააღმდეგო პრეპარატების  მიღებისგან, რადგან არ სურთ ან ეშინიათ დაინახონ ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა თუ როგორ მედიკამენტების მისაღებად.

 აივ სტიგმა იწვევს დისკრიმინაციას საზოგადოების ყველა სექტორში, მათ შორის ჯანდაცვაში, განათლებაში, სამუშაო ადგილზე, მართლმსაჯულების სისტემაში, ოჯახებსა და თემებში. მარგინალიზებული (საზოგადოებიდან გარიყული ადამიანი) ადამიანები - მათ შორის ტრანს ქალები, მსმ კაცები, სექს მუშაკები და ნარკოტიკების მომხმარებლები - განიცდიან სამართლებრივ და სოციალურ უთანასწორობას, რის გამოც ისინი აივ ინფექციის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. ამ ჯგუფების დისკრიმინაცია უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე და ამცირებს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, მათ შორის აივ ტესტირებასა და მკურნალობაზე.

ბევრი ადამიანი განიცდის დისკრიმინაციას სხვადასხვა ნიშნით - არა მხოლოდ აივ ინფექციის სტატუსთან დაკავშირებული, არამედ სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რასის და ა.შ. მიმართებაში. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანებზე მათი ცხოვრების ყოველდღიურობაში.

სტერეოტიპები იმის შესახებ, თუ ვის ემუქრება აივ ინფექცია, ახდენს გავლენას იმ ადამიანებზეც კი, ვისაც ვირუსი არ აქვს.

სტიგმა და დისკრიმინაცია ადამიანებს აივ ინფექციის მიმართ დაუცველს ხდის.

გაიგე მეტი აივ ინფეციის შესახებ!

არ გაავრცელო არასწორი ინფორმაცია!


N8 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N8 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

კორონავირუსის ვაქცინა და აივ ინფექცია – ინფორმაცია აივ-დადებითი პირებისთვის

კორონავირუსის ვაქცინა და აივ ინფექცია – ...

"ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" გი...

 REAct -ის 2020 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2020 წლის პირველი ნახევრის ან...

SoS_Project - მაღალი რისკის პოპულაციებისათვის სერვისების მდგრადობის უზრუნველყოფა EECA რეგიონში (2019-2021)

SoS_Project - მაღალი რისკის პოპულაციების...

იწყება ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის პროგრამა ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა და მათი ახლობლებისთვის

იწყება ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის პროგ...

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია 2014

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპა...

ივნისის თვეში გაწეული რეაგირებები

ივნისის თვეში გაწეული რეაგირებები...

მიიღე ოჯახის ექიმის კონსულტაცია - ტელეკლინიკა

მიიღე ოჯახის ექიმის კონსულტაცია - ტელეკლ...