10 დეკემბერი- ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

ხმა აიმაღლე სხვისი უფლებების დასაცავად დღეს! - ამ მოწოდებით მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 

უკვე 54 წელია, რაც 10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს - 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.

1948 წელს მიღებული დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. კერძოდ, აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებულია სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებები, გარანტირებულია მიმოწერის საიდუმლოება, მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ დაცვის უფლება და სხვა. მართალია საყოველთაო დეკლარაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო და სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, მაგრამ მისი დაცვა თითქმის ყველა ქვეყანამ მისთვის სავალდებულო ნორმების შემცველ საერთაშორისო ჩვეულებით სამართლად აქცია. დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის, ისეთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, როგორებიცაა: ხელშეკრულება საერთაშორისო სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, რომლებიც 1966 წელს მიიღეს და ძალაში  1976 წელს შევიდა.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, რეაქტის საქართველოს გუნდი, უერთდება ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს. 

REact (Rights – Evidence – ACTion – უფლებები – მტკიცებულებები – ქმედებები), შემუშავებულია ორგანიზაცია Frontline AIDS-ის მიერ (დიდი ბრიტანეთი) და წარმოადგენს თემის დონეზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე მონიტორინგის და რეაგირების ინსტრუმენტს.
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში REAct ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ალიანსის მიერ, რეგიონული პროექტის “აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მაღალი რისკის პოპულაციებისათვის მდგრადი აივ სერვისების უზრუნველყოფა“ (SoS) ფარგლებში, შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
REact იძლევა ადამიანის უფლებებთან, აივ-ინფექციის სერვისებთან, პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე წვდომასთან დაკავშირებულ ბარიერების დოკუმენტირების და რეაგირების შესაძლებლობას.

#REACT #SOS_Project


თებერვალში გაწეული რეაგირებები _REAct

თებერვალში გაწეული რეაგირებები _REAct...

შეხვედრა ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელთან

შეხვედრა ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრ...

ტელეკლინიკა - მიიღეთ ანონიმური, უფასო და სწრაფი დისტანციური სამეციდინო მომსახურება

ტელეკლინიკა - მიიღეთ ანონიმური, უფასო და...

ალიანსის სტატია ქსელის შესახებ

ალიანსის სტატია ქსელის შესახებ...

ოქტომბრის თვეში გაწეული რეაგირებები _REAct

ოქტომბრის თვეში გაწეული რეაგირებები _REA...

 REAct -ის 2020 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2020 წლის პირველი ნახევრის ან...

 მაისის თვეში გაწეული რეაგირებებები

მაისის თვეში გაწეული რეაგირებებები...

N5 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N5 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

გაერთიანებული შეხვედრა _ რეაქტის სისტემური განახლებები

გაერთიანებული შეხვედრა _ რეაქტის სისტემუ...