მედიკამენტით მხარდაჭერილი თერაპია - მეთადონი

სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს მედიკამენტით მხარდაჭერილი მკურნალობის ეფექტურობაზე, როგორც აივ ინფექციის პრევენციის საშუალებაზე ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა შორის. საქართველოში პროგრამის განხორციელება 2005 წლიდან დაიწყო.

მედიკამენტით მხარდაჭერილი თერაპია, რომელიც ცნობილია, როგორც  მეთადონის პროგრამა, არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს ნატურალური ან სინთეზური პრეპარატების გამოყენებას. ეს პრეპარატები ჰეროინისა და მორფის მსგავსად მოქმედებს, თუმცა სწორი გამოყენების შემთხვევაში,  არ იწვევენ ეიფორიას. მისი მიღების დროს პაციენტი თავისი ფსიქო - ფიზიკური მდგომარეობით არ განსხვავდება   ჯანმრთელი ადამიანისაგან. პრეპარატის მოხმარების შემდეგ ადამიანები არიან სიცოცხლისუნარიანები.  პირველად პრეპარატი მეოცე საუკუნეში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენეს და ამჟამად ფართოდაა დანერგილი მსოფლიოში. პროგრამის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მეთადონი ადვილად ანაცვლებს ნარკოტიკს, უფრო ზუსტად კი, მისი მიღება ამცირებს არალეგალური ნარკოტიკების გამოყენების აუცილებლობას. მეთადონი ეხმარება წამალდამოკიდებულს იყოს სიცოცხლისუნარიანი,  არ აყენებს ზიანს მას და საზოგადოებას.

მეთადონის თერაპიის დროს არსებობს რიგი გამოვლინებები: შესაძლებელია წონის მატება, რადგან პაციენტის მადა ამ პერიოდში უმჯობესდება,  მოხმარების პირველ დღეებში შესამჩნევია ძილიანობა და სიმსუბუქე. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ პაციენტი არის ,, ნორმალურ ’’ მდგომარეობაში და არა ,, კაიფში ’’. მეთადონს, როგორც ყველა პრეპარატს ახასიათებს გვერდითი მოვლენებიც, როგორიცაა პირის სიმშრალე.  შეიძლება კბილების  ქვებისა და ნადები წარმოქმნისკენ მიდრეკილება გამოიწვიოს.  თერაპიას ასევე ახლავს შეგრძნება, თითქოს ძვალი ლპება, ამ დროს საჭიროა დოზა დარეგულირდეს და მსგავსი სიმპტომები მოიხსნება. პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველას, მიუხედავად სქესისა, ეროვნებისა, სარწმუნოებისა, ოჯახური მდგომარეობისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.


საქართველოს ნარკოპოლიტიკის მუზეუმი/ექსპოზიცია (2019-2020)

საქართველოს ნარკოპოლიტიკის მუზეუმი/ექსპო...

 COVID-19 და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს მაღალი რისკ ჯგუფებისთვის აივ-ის სერვისების საგანგებო დაგეგმვის გზამკვლევი

COVID-19 და სხვა საგანგებო შემთხვევების...

როგორ მოვიქცეთ დაკავების დროს?

როგორ მოვიქცეთ დაკავების დროს?...

...

შეუკვეთე აივ-თვითტესტი და გაიგე შენი სტატუსი 20 წუთში

შეუკვეთე აივ-თვითტესტი და გაიგე შენი სტა...

2012-2013: ღია საზოგადოების ფონდი /ფონდი ღია საზოგადოება საქართველო ზიანის შემცირების საქართველოს ქელი

2012-2013: ღია საზოგადოების ფონდი /ფონდი...

REAct -ის 2021 წლის ანგარიში

REAct -ის 2021 წლის ანგარიში...

უსაფრთხო ინექცია სხეულზე

უსაფრთხო ინექცია სხეულზე...

 უსაფრთხო ინექცია

უსაფრთხო ინექცია...