COVID-19 და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს მაღალი რისკ ჯგუფებისთვის აივ-ის სერვისების საგანგებო დაგეგმვის გზამკვლევი

ახალი SARS-CoV-2 კორონავირუსის ფართო გავრცელების შედეგად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 30 იანვარს გამოაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო მდგომარეობად და შემდგომში იგი პანდემიად დაასახელა 2020 წლის 11 მარტს. 2022 წლის 19 იანვრის მდგომარეობით მსოფლიოში COVID-19-ის 337 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 5.5 მილიონზე მეტი დაიღუპა. ყოველდღიურად უპრეცედენტო ზრდას განაგრძობს კორონავირუსის ახალი მუტაცია ომიკრონის სახით, რაც გლობალურად ჯანმრთელობის კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს.

კოვიდ რეგულაციებმა და სოციალურმა დისტანციამ, რომელიც აუცილებელი პირობა იყო კოვიდ- 19-ის გავრცელების შემცირებისთვის, განსაკუთრებით დააზარალა მოწყვლადი პოპულაციები, როგორებიც არიან: სექს მუშაკები, ლგბტქ-ს წარმომადგენლები, ნარკომომხმარებლები,
უსახლკარო ადამიანები, ეთნიკური უმცირესობის წევრები და პატიმრები1. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ლოქდაუნმა და სოციალურმა დისტანციამ მნიშვნელოვნად იმოქმედა აივ-ინფიცირებულების და ძირითადი მოწყვლადი პოპულაციის წარმომადგენლების კეთილდღეობასა და ფსიქიკაზე. შსაგრძნობლად შემცირდა ემცირდა ხელმისაწვდომობა სგგ ინფექციებზე ტესტირებასა და პირისპირ კონსულტაციებზე. ისეთი ქრონიკული დაავადებების დროს, როგორიცაა აივ ინფექცია და ვირუსული ჰეპატიტები, დაგვიანებული დიგნოსტიკა და მკურნალობა განაპირობებს ნეგატიურ გრძელვადიან შედეგებს, რომელიც მძიმედ ისახება პაციენტთა ჯანმრთელობაზე2, 3. სოციალურ-ეკონომიკურმა გამოწვევებმა, როგორებიცაა შემოსავლის დაკარგვა ან ოჯახური ძალადობის გაზრდილი რისკი, შექმნა შიშითა და დაბნეულობით აღსავსე სიტუაცია მოწყვლადი პოპულაციისთვის. არსებობს მტკიცებულებები, რომ კოვიდ-19-მა გამოავლინა მკვეთრი უთანასწორობა ჯანდაცვის და თანადმხარდამჭერი სერვისების ხელმისაწვდომობაზე მარგინილიზებულ საზოგადოებაში4, რომელიც მოიცავს აივ-ინფიცირებულ და მოწყვლად პოპულაციებს. შედეგად, ეს პირები კარგავენ საცხოვრებელს, თავს იჩენს ფსიქიკური პრობლემები და იზრდება ძალადობის შემთხვევები. შესაბამისად, დგება აუცილებლობა, უზრუნველყოფილ იქნას მათ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა.

გზამკვლევის მოსამზადებლად განხორციელებული სამუშაოს მეთოდოლოგია დაფუძნებულია სწრაფ შეფასებაზე, რომელიც მოიცავს მონაცემთა სამ ძირითად წყაროს:

  1. სიტუაციური ანალიზი რელევანტური კვლევების/ლიტერატურის მიმოხილვას და თემატური უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან მიღებულ ინფორმაციას რეკომენდაციების და სამოქმედო აქტივობების გაწერის მიზნით.

  2. გლობალური ფონდის რეგიონული პროექტის ,,მოწყვლადი პოპულაციების სერვისების მდგრადობა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის (EECA) რეგიონში” ფარგლებში მომზადებულ გზამკვლევს საგანგებო სიტუაციების დროს მოწყვლადი პოპულაციებისთვის აივ სერვისების დაგეგმვის მიზნით;

  3. მცირე, არაფორმალურ კვლევას არასამთავრობო ორგანიზაციების და თემის წევრების ჩართულობით, რომელიც მოიცავს პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების და საჭირო ინტერვენციების იდენტიფიცირებას; ინდივიდუალურ შეხვედრებს გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან;

 

იხილეთ გზამკვლევი სრულად: 

გზამკვლევი _ GEO

გზამკვლევი _ ENG


C ჰეპატიტის მკურნალობის და დიაგნოსტიკის ადვოკაცია საქართველოში (2018-2019)

C ჰეპატიტის მკურნალობის და დიაგნოსტიკის ...

REAct -ის 2023 წლის ანგარიში

REAct -ის 2023 წლის ანგარიში...

რეაქტი_სტატია ნარკოპოლიტიკის ონლაინ გამოცემა

რეაქტი_სტატია ნარკოპოლიტიკის ონლაინ გამო...

N8 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N8 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

ბმულები და რესურსები

ბმულები და რესურსები...

მიიღე სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია

მიიღე სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტ...

...

16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობი...

აპრილის თვეში გაწეული რეაგირებებები

აპრილის თვეში გაწეული რეაგირებებები...