განცხადება
„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ უდიდეს გულისტკივილსა და ღრმა მწუხარებას გამოხატავს ქსელის წევრი ორგანიზაციის, „ფენიქსი 2009“-ის დამფუძნებლისა და დირექტორის, ბატონი ოთარ ჯიჯიეშვილის გარდაცვალების გამო.
ბატონი ოთარი ორგანიზაციის დაარსების დღიდან თავდადებითა და ერთგულებით ემსახურებოდა ზიანის შემცირების სფეროს განვითარებასა და ჩვენს საერთო მისიას. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ამ სფეროს განვითარებაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
აქტიურად მონაწილეობდა ზიანის შემცირების სფეროში სათემო ორგანიზაციების საერთაშორისო თანამშრომლობისა და წარმომადგენლობის გაძლიერებაში.
მისი პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება, კოლეგიალობა და ადამიანური ღირსებები მუდამ დარჩება კოლეგების, თანამოაზრეებისა და იმ ადამიანების მეხსიერებაში, ვისთანაც მას წლების განმავლობაში საერთო საქმიანობა აკავშირებდა.
ამ მძიმე წუთებში გულწრფელად ვიზიარებთ ოჯახის წევრების, ახლობლებისა და „ფენიქსი 2009“-ის გუნდის მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ.
,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“