შეუკვეთე თვითტესტი და მიიღე ადგილზე

ამჟამინდელი ეპიდსიტუაციის დროს, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობაც კი შეზღუდულია ქალაქში, არსებობს საშუალება, სახლიდან გაუსვლელად შეძლოს ადამიანმა ჩაიტაროს აივ ინფექციაზე თვითტესტირება და გაიგოს საკუთარი სტატუსი. საიტის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია გამოიწეროს სასურველი პროდუქტი/ტესტი, სასურველ მისამართზე და კურიერი სახლში მიუტანს მას შეკვეთას. ძალიან მნიშვნელოვანია არ შეწყდეს ტესტირება პანდემიის გამო და არ შეიქმნას ბარიერი მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

selftest.ge თვითტესტირების ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს აივ ინფექციაზე თვითტესტირების დანერგვას მსმ (მამაკაცები რომელთაც სქესობრივი კავშირი აქვთ მამაკაცებთან), ტრანს, კსმ (კომერციული სექსმუშაკი) და ნარკომომხმარებელ თემში. თვითტესტს აქვს 4 უპირატესობა:

  1. ლოდინის შემცირებული დრო - 20 წუთში.
  2. მსოფლიოში ყველაზე სანდო სწრაფი ტესტი - სიზუსტე 99.7% (FDA-approved)
  3. უფასო მიტანა,
  4. კონფიდენციალურობა.

ტესტის გამოყენება შეგიძლიათ კონსულტანტის დახმარების გარეშე. ანოტაცია შეგიძლიათ იხილოთ შეფუთვაში. აივ-ის თვითტესტირების მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ თქვენ უნდა იცოდეთ, სწორად ჩაატარეთ თუ არა ტესტი. 

ასევე გასათვალისწინებელია „აივ ინფექციის  ფანჯრის პერიოდი“ ან „აივ-ის ტესტის ფანჯრის პერიოდი“. ამ პერიოდის განმავლობაში, ადამიანმა, ვინც აივ-ით ინფიცირებულია, შესაძლოა მიიღოს აივ-ტესტის უარყოფითი შედეგი, რადგან მას ჯერ არ აქვს ორგანიზმში ანტისხეულების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენოს.

სასურველია ტესტირება მოხდეს სარისკო ქცევიდან (არასტერილური საინექციო ინსტრუმენტის გაზიარება, როგორიცაა შპრიცი, ნემსის თავი, კოვზი, ,,პუზირი“, სპირტიანი ტამპონი, ჟგუტი ანდ სულაც დაუცველი სექსი პარტნიორთან) მაქსიმუმ 8-12 კვირის შემდეგ.

ტესტირებისას დეტალურად გაეცანით ინსტრუქციას, რაც აივ თვით ტესტს მოყვება.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ, გაუზიარეთ ინფორმაცია თქვენს მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც თვლით რომ აივ ტესტირება ესაჭიროება.

დიდი მადლობა!


ზიანის შემცირების სერვისები Covid -19 პანდემიის პერიოდში

ზიანის შემცირების სერვისები Covid -19 პა...

REAct -ის 2020 წლის ანგარიში

REAct -ის 2020 წლის ანგარიში...

შეხვედრა ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელთან

შეხვედრა ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრ...

საკოორდინაციო შეხვედრა და ახალი რეაქტორების ტრენინგი

საკოორდინაციო შეხვედრა და ახალი რეაქტორე...

 საინფორმაციო შეხვედრა N16 პენიტენციური დაწესებულებაში

საინფორმაციო შეხვედრა N16 პენიტენციური ...

REAct-ის გუნდის განცხადება 5 ივლისს მომხდარ მოვლენებზე

REAct-ის გუნდის განცხადება 5 ივლისს მომხ...

რა არის შიდსი?

რა არის შიდსი?...

აივ/შიდსი, სტიგმა და დისკრიმინაციის გავლენა ინფექციაზე - 1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღე

აივ/შიდსი, სტიგმა და დისკრიმინაციის გავლ...

 REAct -ის 2020 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2020 წლის პირველი ნახევრის ან...