ეფექტური და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ნარკოპოლიტიკის კომისია (ECECACD) შეიქმნა 2020 წელს რეგიონის პოლიტიკური ლიდერების, მეცნიერებისა და ფილანტროპების ჯგუფის მიერ, რათა შთააგონოს და ხელი შეუწყოს საუკეთესო ნარკოპოლიტიკის დანერგვას ამ რეგიონში.

ნარკოტიკების მოხმარება ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (EECCA), ამასთანავე ინექციური ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება 4-ჯერ აღემატება მსოფლიოში მისი მოხმარების საშუალო მაჩვენებელს. EECCA ასევე ერთადერთი რეგიონია მსოფლიოში, სადაც აივ–ის ინფექციის შემთხვევები იზრდება, ძირითადად ნარკოტიკების ინექციური მოხმარების შედეგად. ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალიზაცია და თავისუფლების აღკვეთა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებების გამო, იწვევს პატიმართა რაოდენობის არსებით ზრდას რეგიონში. მკაცრი აკრძალვის პოლიტიკა, რასაც იყენებენ სამართალდამცავი ორგანოები ამ რეგიონში ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ სტიგმასთან ერთად, აბრკოლებენ აივ პრევენციის, მკურნალობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას.

 „ეფექტური და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“  წარმოადგენს საკვანძო ფუძემდებელ პრინციპებს და მოქმედებების პრიორიტეტულ მიმართულებებს  ნარკოტიკების მიმართ უფრო ეფექტური და ჰუმანური პოლიტიკის დასანერგად აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. პრინციპები ემყარება გულდასმითი კვლევისა და ანალიზის შედეგად მიღებულ მონაცემებს, და ასევე მოწინავე გამოცდილებას, რომელმაც დაამტკიცა მათი ეფექტურობა.

 

პრინციპები _GEO


React - მოკლე საინფორმაციო ვიდეო რგოლი

React - მოკლე საინფორმაციო ვიდეო რგოლი ...

ზიანის შემცირების სერვისები Covid -19 პანდემიის პერიოდში

ზიანის შემცირების სერვისები Covid -19 პა...

პროექტი FIND (2017-2020)

პროექტი FIND (2017-2020)...

2013-2015: ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმისაწვდომი და მაღალხარისხიანი პროგრამები - წინაპირობა წარმატებული და ეფექტური მკურნალობისათვის

2013-2015: ჩანაცვლებითი თერაპიის ხელმისა...

10 დეკემბერი- ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

10 დეკემბერი- ადამიანის უფლებების დაცვის...

რეაგირებები დარღვევებზე 2020 წლის განმავლობაში - REACT

რეაგირებები დარღვევებზე 2020 წლის განმავ...

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია 2012

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპა...

მიიღე ფსიქოლოგის კონსულტაცია საჭირო დროს, სრულიად უფასოდ

მიიღე ფსიქოლოგის კონსულტაცია საჭირო დროს...

ოქტომბრის თვეში გაწეული რეაგირებები _REAct

ოქტომბრის თვეში გაწეული რეაგირებები _REA...