27 ივნისი - "ჰუმანური ნარკოპოლიტიკა-ხელმისაწვდომი ჯანდაცვა" - მრგვალი მაგიდა

 27 ივნისს, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „ჰუმანური ნარკოპოლიტიკა-ხელმისაწვდომი ჯანდაცვა“ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ ორგანიზებით.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ:
თამარ გაბუნია (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე),
ირმა ხონელიძე (დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გლობალური ფონდის პროგრამის დირექტორი)
ხათუნა თოდაძე (ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე)
იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი (გირჩი)
თემის წევრები, სათემო ორგანიზაციები და სფეროს ექსპერტები
 
შეხვედრა ეძღვნებოდა „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“, რომელიც ქსელის ორგანიზაციებისთვის ტრადიციულად ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ იქცა.
 
შეხვედრაზე სხვადასხვა რაკურსით მიმოიხილეს ნარკოპოლიტიკის უარყოფითი შედეგები. ხაზი გაესვა მოქმედი ნარკოპოლიტიკის არაეფექტურობას და დამანგრეველ შედეგებს, როგორც მომხმარებელთა თემისათვის ასევე საზოგადოებისთვის.
 
შეხვედრაზე განიხილეს რეაქტის სისტემაში რეაქტორების მიერ დოკუმენტირებული ადამიანის უფლებების დარღვევების ქეისების შედეგად შემუშავებული სტატისტიკა.
 
#GHRN #REACT

აპრილის თვეში გაწეული რეაგირებებები

აპრილის თვეში გაწეული რეაგირებებები...

სოციალური კამპანია #ებრძოლესტიგმას წარმატებით მიმდინარეობს

სოციალური კამპანია #ებრძოლესტიგმას წარმა...

2016: ჰოლისტური ზრუნვისა და რეაბილიტაციის მოდელების განვითარება საქართველოში

2016: ჰოლისტური ზრუნვისა და რეაბილიტაციი...

სიახლე

სიახლე...

საკოორდინაციო შეხვედრა და ახალი რეაქტორების ტრენინგი

საკოორდინაციო შეხვედრა და ახალი რეაქტორე...

რატომ არ სურთ დაზარალებულებს შემთხვევაზე რეაგირება?

რატომ არ სურთ დაზარალებულებს შემთხვევაზე...

„შტატებში ქართველი მიგრანტების ზედოზირებით გარდაცვალების რიცხვი შეფაშფოთებელია“ - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც სურათის შეცვლა შეუძლია

„შტატებში ქართველი მიგრანტების ზედოზირებ...

რეაქტის ივლისის თვეში გაწეული რეაგირებები

რეაქტის ივლისის თვეში გაწეული რეაგირებებ...

ტელეკლინიკის პროექტის საინფორმაციო შეხვედრა

ტელეკლინიკის პროექტის საინფორმაციო შეხვე...