სოციალური კამპანია #ებრძოლესტიგმას წარმატებით მიმდინარეობს

სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია! 

დღეს, ადამიანების სხვადასხვა ჯგუფები ყოველდღიურად ხდებიან სტიგმა-დისკრიმაციის მსხვერპლები, მათი გადარჩენის გზა კი ჩვენს ხელთაა !

დისკრიმინაცია, როგორც ადამიანის უფლებათა შეზღუდვა ან შელახვა სოციალური, რასობრივი, ეროვნული, სქესობრივი კუთვნილების, პოლიტიკურ, რელიგიურ ან სხვა ნიშნის მიხედვით ხშირად ჩვენ თვალწინ ხდება, თუმცა შესაძლოა მისი იდენტიფიცირება გაგვიჭირდეს.

სწორედ ამიტომ, GHRN-ის სოციალური კამპანიის #ებრძოლესტიგმას ფარგლებში (რომელიც ხორციელდება #SoS_პროექტის REAct -ის სისტემის ფარლებში), გაზიარდა ცოცხალი ისტორიებს, ფაქტები, სტატისტიკები იმის შესახებ თუ რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში დღეს, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ!

 

26 ივნისს, კამპანიის ფარგლებში, ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა ვებინარი - ცვლილება იწყება შენით - სტიგმა/დისკრიმინაცია ნარკომომხმარებლებში.

ვებინარის თემები:

-ისტორიული კონტექსტი, როგორ დაიწყეს მუშაობა აივ პრევენციაზე? კვლევის პრეზენტაცია სტიგმა სამედიცინო პერსონალში ნარკომოხმარებლების მიმართ

-სტიგმა/დისკრიმინაციის სამართლებრივი გაგება 

- რა როლს თამაშობს სტიგმა/დისკრიმინაცია ნარკომომხმარებლებთან მუშაობის პროცესში. შპრიცების პროგრამები/ სტიგმა დისკრიმინაცია 

-ჩანაცვლებით თერაპია და სტიგმა/დისკრიმინაცია; თვით-სტიგმა და დღევანდელი მდგომარეობის შესაფება. შემთხვევების განხილვა

- ნარკომომხმარებელი ქალების მიმართ სტიგმა/დისკრიმინაცია - ორმაგი სტიგმა

 

ვებინარის ბოლოს გაიმართა სოციალური კამპანის ფარგლებში GENPUD Production -ის მიერ მომზადბეული ვიდეო-რგოლის პრეზენტაცია სადაც თემის წევრები გააჟღერებენ დღეს არსებულ აქტუალურ პრობლემებს და შესაბამის მესიჯებს.ვებინარის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ here:

 

გვადევნეთ თვალი, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და არ გამოტოვოთ კამპანიის სიახლეები.

#SoS_project #GHRN #REAct 
#ებრძოლესტიგმას #არადისკრიმინაციას 

 

 


საინფორმაციო ბროშურები

საინფორმაციო ბროშურები...

რა უნდა ვიცოდეთ ტუბერკულოზის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ ტუბერკულოზის შესახებ...

ფემიციდი - საქართველოში არსებული რეალობა

ფემიციდი - საქართველოში არსებული რეალობა...

 REAct -ის 2025 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2025 წლის პირველი ნახევრის ან...

N4 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N4 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

პროექტი FIND (2017-2020)

პროექტი FIND (2017-2020)...

რეაქტის 2022 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

რეაქტის 2022 წლის პირველი ნახევრის ანგარ...

შიდსის მსოფლიო დღის კამპანია

შიდსის მსოფლიო დღის კამპანია...

თელავის პრობაციის პროგრამაში ჩართული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თელავის პრობაციის პროგრამაში ჩართული პირ...