16–23 მაისს ევროპაში აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული აღინიშნება.

ტესტირების კვირეულის ფარგლებში მთელს ევროპაში სამოქალაქო საზოგადოება, ჯანდაცვის ორგანიზაციები, სამედიცინო პერსონალი, პოლიტიკის მესვეურები ერთიანდებიან და მიმართავენ თავის ძალისხმევას იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა საკუთარი აივ და ჰეპატიტების სტატუსის შესახებ შეიტყოს.

ეს ინიციატივა 2013 წლიდან დაიწყო და ყოველწლიურად ამ კამპანიაში ასობით ორგანიზაცია მონაწილეობს.

ევროპული ტესტირების კვირეულს ტრადიციულად ,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელიც" უერთდება. ზიანის შემცირების სერვის ცენტრები აგრძელებენ მუშაობას ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორებისთვის.

,,ევროპული ტესტირების კვირეულის ძირითადი მიზანია მეტი ადამიანის ინფორმირება აივ ან / და ჰეპატიტის სტატუსის შესახებ და გვიანი დიაგნოზის შემცირება. ეს მიზნები მიიღწევა ტესტირების სარგებელის შესახებ, აივ და ჰეპატიტის თემებში ყველა პარტნიორს შორის მიმდინარე დიალოგის მხარდაჭერით. ჯანმო მხარს უჭერს ინტეგრირებულ მიდგომებს აივ იინფექციით და ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულთა პროფილაქტიკაში, ტესტირებასა და მოვლაში“.

 ევროპული ტესტირების კვირეულის ფარგლებში ,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” წევრი ორგანიზაციების მიერ, თბილისში, ასევე რეგიონებში იგეგმება მობილური ამბულატორიების საშუალებით ზოგად პოპულაციაში უფასო ტესტირება აივ ინფექციასა და ც ჰეპატიტზე სწრაფი/მარტივი ტესტით.

 დროული ჩარევის შემთხვევაში ამ დაავადებების მართვა/განკურნება შესაძლებელიადა არ არის განაჩენი.

#ჩაიტარეტესტირება!

#გაიგედიაგნოზი!

#იმკურნალე

 

სამუშაო საათებში შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ცენტრებს შემდეგ მისამართებზე:

თბილისი

სამუშაო საათებში შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს საიტებს შემდეგ მისამართებზე:

თბილისი

კოსტავას ქ. 46/50, ტელ: 2 91 17 01, 599-10-28-76 (დალი უშარიძე) ,,ახალი გზა”
ჩუბინაშვილის ქ.#75, ტელ 2 96 48 78, 599-27-10-51 (მანანა სოლოღაშვილი) ,,ჰეპა+’’
წინამძღვრიშვილის 110, ტელ: 2 18 12 21, 593-49-29-51 (ნანა კაპანაძე) ,,ახალი ვექტორი”
გამრეკელის10, ბ79 , ,,აკესო” ტელ: 574-19-72-46 (გელა ლაშხია)
რუსთავი

კოსტავას ქ.8, ბ.#2, ტელ: 03 41 25 73 27, 595-93-09-59 (ლაშა აბესაძე). ,,ახალი ვექტორი”

ქუთაისი

პუშკინის ქ. №10, ტელ: 04 31 25 13 71, 597-40-07-05 (ზაზა ქარჩხაძე) ,,ახალი გზა”

სამტრედია

ეგრისის ქ. 12, ტელ: 0411 22 90 45, 558-27-86-83 (ნანა კოხრეიძე) ,,ახალი გზა”

ზუგდიდი

პეტრე უბერის ქ. №1, ტელ: 0415 25 40 10, 599-71-97-57 (ნინო ჯანაშია) ,,ქსენონი”

ფოთი

ბ.კოკაიას №39, ტელ: 0493 25 09 69; 0493 27 23 63, 574-96-51-51 (თაკო ჩხიკვაძე) ,,ორდუ”

ბათუმი

გორგილაძის №66, ბ №51 ტელ 0422 27 18 91, 593-39-05-08 (მირანდა ჟღენტი) ,,იმედი”

ოზურგეთი

26 მაისის ქ #11 ტელ: 599-11-64-01 (ოთარ ჯიჯიეშვილი) ,,ფენიქსი 2009”

გორი

ბესიკის ქუჩა №3/6, ტელ: 0370 27 01 72, 599-37-02-55 (ქეთევან ბიძინაშვილი) ,,ნაბიჯი მომავლისკენ”

თელავი

ნინოშვილის ქუჩა №39, ტელ: 0350 23 24 87, 593-39-93-17 (კახი გემაზაშვილი) ,,ნაბიჯი მომავლისკენ

 

May be an image of text

 


გილოცავთ ახალ წელს!

გილოცავთ ახალ წელს!...

პროექტი - ზიანის შემცირების მიდგომების ინტეგრაციის ხელშეწყობა პენიტენციური დაწესებულებებსა და პრობაციის პროგრამაში- აქტიურად მიმდინარეობს

პროექტი - ზიანის შემცირების მიდგომების ი...

7 აპრილი - მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორიო დღე

7 აპრილი - მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშო...

React - მოკლე საინფორმაციო ვიდეო რგოლი

React - მოკლე საინფორმაციო ვიდეო რგოლი ...

რეაქტი 2024 წელს აქტიურად აგრძელებს მუშაობას

რეაქტი 2024 წელს აქტიურად აგრძელებს მუშა...

ფიზიკურად შეურაცხყოფილი და სახლში ერთი კვირით გამოკეტილი, ბედავს ბრძოლას მისი უფლებებისთვის

ფიზიკურად შეურაცხყოფილი და სახლში ერთი კ...

გახსენების, მოქმედების დროა – Time to act, time to remember

გახსენების, მოქმედების დროა – Time to ac...

ECOM და React -ი აქტიურ თანამშრომლობას იწყებენ

ECOM და React -ი აქტიურ თანამშრომლობას ი...

მაკა გოგია ზედოზირებასთან დაკავშირებით

მაკა გოგია ზედოზირებასთან დაკავშირებით...