აივ ინფექცია და სტიგმა

აივ ინფექციასთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია გულისხმობს ცრურწმენებს, უარყოფით დამოკიდებულებას აივ/შიდსის მქონე ადამიანების მიმართ. სტიგმა დეზინფორმაციისგან მოდის. აივ სტიგმა გულისხმობს ირაციონალურ ან ნეგატიურ დამოკიდებულებას, ქცევას და განსჯას აივ პოზიტიურ ან რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების მიმართ. მას შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს აივ პოზიტიურთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. სტიგმას ასევე შეუძლია გავლენა იქონიოს აივ ინფექციის რისკის ქვეშ მყოფებზე. სტიგმა ხელს უშლის აივ სტატუსის გაგებას და დროულ მკურნალობას. ხშირად ადამიანები ძლიერი სტიგმის გამო თავს იკავებენ  აივსაწინააღმდეგო პრეპარატების  მიღებისგან, რადგან არ სურთ ან ეშინიათ დაინახონ ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა თუ როგორ მედიკამენტების მისაღებად.

 აივ სტიგმა იწვევს დისკრიმინაციას საზოგადოების ყველა სექტორში, მათ შორის ჯანდაცვაში, განათლებაში, სამუშაო ადგილზე, მართლმსაჯულების სისტემაში, ოჯახებსა და თემებში. მარგინალიზებული (საზოგადოებიდან გარიყული ადამიანი) ადამიანები - მათ შორის ტრანს ქალები, მსმ კაცები, სექს მუშაკები და ნარკოტიკების მომხმარებლები - განიცდიან სამართლებრივ და სოციალურ უთანასწორობას, რის გამოც ისინი აივ ინფექციის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. ამ ჯგუფების დისკრიმინაცია უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე და ამცირებს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, მათ შორის აივ ტესტირებასა და მკურნალობაზე.

ბევრი ადამიანი განიცდის დისკრიმინაციას სხვადასხვა ნიშნით - არა მხოლოდ აივ ინფექციის სტატუსთან დაკავშირებული, არამედ სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რასის და ა.შ. მიმართებაში. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანებზე მათი ცხოვრების ყოველდღიურობაში.

აივ ინფექციის სტიგმის არარსებობა არის აივ – ეპიდემიის დასრულების მნიშვნელოვანი ნაწილი.

სტიგმა ყველასთვის ცუდია, შესაძლოა მითებიდან მოდის, მაგრამ შედეგები რეალურია. სტერეოტიპები იმის შესახებ, თუ ვის ემუქრება აივ ინფექცია, ახდენს გავლენას იმ ადამიანებზეც კი, ვისაც ვირუსი არ აქვს.

სტიგმა და დისკრიმინაცია ადამიანებს აივ ინფექციის მიმართ დაუცველს ხდის.

რა არის თვით-სტიგმა აივ ინფიცირებული ადამიანებისთვის?

თვით-სტიგმის დროს, აივ ინფექციის მქონე ადამიანი განიცდის ნეგატიურ გრძნობებს ან აზრებს საკუთარ თავზე აივ სტატუსის გამო. თვით-სტიგმამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, იზოლაცია და სირცხვილის გრძნობა. მან შეიძლება გავლენა მოახდინოს მკურნალობის გაგრძელებაზე.

თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოთ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებაში, დახმარების შეთავაზებით და აივ ინფექციის შესახებ მითების და სტერეოტიპების გამოსასწორებლად, რასაც სხვებისგან ისმენთ. ხშირად გამოყენებულ სიტყვებს ამ კონტექსტში აქვს უარყოფითი მნიშვნელობა აივ ინფექციის რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის და რომლებიც აძლიერებენ მათ. იყავით ყურადღებით, როდესაც სიტყვებს აირჩევთ და გაითვალისწინეთ, თუ როგორ შეიძლება მათ გავლენა მოახდინონ გარშემომყოფებზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს სტიგმის და დისკრიმინაციის შიშს, როგორც მთავარ მიზეზს იმისა, რომ ხალხი თავს არიდებს ტესტირების ჩატარებას, აივ ინფექციის სტატუსის გამჟღავნებას და ანტირეტროვირუსულ მედიკამენტების მიღებას.

გაიგე მეტი აივ ინფეციის შესახებ!

არ გაავრცელო არასწორი ინფორმაცია!


პროექტი - ზიანის შემცირების მიდგომების ინტეგრაციის ხელშეწყობა პენიტენციური დაწესებულებებსა და პრობაციის პროგრამაში- აქტიურად მიმდინარეობს

პროექტი - ზიანის შემცირების მიდგომების ი...

REAct -ის 2020 წლის ანგარიშის მიმოხილვა

REAct -ის 2020 წლის ანგარიშის მიმოხილვა...

 ზედოზირება  და სამედიცინო ჩამანაცვლებელი  პრეპარატები

 ზედოზირება  და სამედიცინო ჩამანაცვლებელ...

როგორ მოვიქცეთ დაკავების დროს?

როგორ მოვიქცეთ დაკავების დროს?...

ცხელი ხაზის ინფორმაცია

ცხელი ხაზის ინფორმაცია...

საინფორმაციო ბროშურები

საინფორმაციო ბროშურები...

შეხვედრა ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელთან

შეხვედრა ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრ...

კამპანია ქალი მომხმარებლების უფლებებისათვის

კამპანია ქალი მომხმარებლების უფლებებისათ...

საბიუჯეტო ადვოკაციის ონლაინ შეხვედრა

საბიუჯეტო ადვოკაციის ონლაინ შეხვედრა...