იწყება ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის პროგრამა ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა და მათი ახლობლებისთვის

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, იტალიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელთან და ორგანიზაცია „ჰეპა პლიუსი“ მჭიდრო თანამშრომლობით იწყებს პროექტის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა და მათი ახლობლების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას 12 ნაბიჯის მეთოდის მიხედვით („მინესოტური მოდელი“) .


12 ნაბიჯის მეთოდი 40-იან წლებში, აშშ-ში შემუშავდა და მას შემდეგ ადიქციისგან გამოჯანმრთელების ერთ-ერთ გავრცელებულ სარებილიტაციო პროგრამად ითვლება. პროგრამა ნივთიერებათა ავადმომხმარებელ ადამიანებს გამოსაჯანმრთელებელ სოციალური მხარდაჭერის სისტემას და პიროვნების განმავითარებელ პროცესს სთავაზობს, რაც მათ უბიძგებს, დაიწყონ საკუთარ თავზე და პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა.
რეაბილიტაციის პროცესი მრავალგანზომილებიანია, რომელსაც მულტიდისციპლინარული ჯგუფი სხვადასხვა ფორმით ახორციელებს:


• ინდივიდუალური კონულტირება
• ჯგუფური თერპია
• ფსიქოგანათლების ჯგუფური შეხვედრები
• თვითდახმარების ჯგუფში მუშაობა
• ართერაპია
• ტრენინგები
• ოჯახის წევრებთან მუშაობა

რეაბილიტაციის პროცესი მინიმუმ ოთხ თვეს მოიცავს, თუმცა პროგრამაში ჩართულმა პირმა, თვითდახმარების ჯგუფთან კავშირი, საკუთარ პიროვნებასა და გამოჯანმრთელებაზე მუშაობა პროგრამიდან გასვლის შემდეგაც უნდა გააგრძელოს, მიღწეული რემისიის სიცოცხლის ბოლომდე გახანგრძლივების მიზნით. პროგრამაში ჩართვა და სრული მონაწილეობა დაინტერესებული პირებისთვის არის უფასო. 

დამოკიდებული პირების რეკრუტირება ზიანის შემცირების ცენტრებიდან განხორციელდება.

რეაბილიტაციის პროცესი მინიმუმ ოთხ თვეს მოიცავს, თუმცა პროგრამაში ჩართულმა პირმა, თვითდახმარების ჯგუფთან კავშირი პროგრამიდან გასვლის შემდეგაც უნდა გააგრძელოს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე:

599271051

595027303

ან მოგვწერეთ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის გვერდზე - https://www.facebook.com/geohrn


რეკომენდაციები ნარკოტიკების მომხმარებლებს COVID-19 კორონავირუსის შესახებ

რეკომენდაციები ნარკოტიკების მომხმარებლებ...

 სოციალური კამპანია სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ

სოციალური კამპანია სტიგმისა და დისკრიმი...

თანმდევი დისკრიმინაცია ანუ ნარკომოხმარება

თანმდევი დისკრიმინაცია ანუ ნარკომოხმარებ...

რეაქტის მიერ შეგროვებული ინფრომაცია

რეაქტის მიერ შეგროვებული ინფრომაცია...

N5 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N5 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

რა არის ზედოზირება?

რა არის ზედოზირება?...

მარტის თვეში გაწეული რეაგირებები _REAct

მარტის თვეში გაწეული რეაგირებები _REAct...

REAct -ის 2020 წლის ანგარიშის მიმოხილვა

REAct -ის 2020 წლის ანგარიშის მიმოხილვა...

საკოორდინაციო შეხვედრა და ახალი რეაქტორების ტრენინგი

საკოორდინაციო შეხვედრა და ახალი რეაქტორე...