C ჰეპატიტის კამპანია 2014

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. წლევანდელი კამპანია კვლავ სახელმწიფო ორგანოებზეა მიმართული, ვინაიდან, ის, რაც სახელმწიფომ გააკეთა არ არის საკმარისი სიცოცხლისათვის. კერძოდ, პაციენტებისთვის შეთავაზებული ფასდაკლების პროგრამა არ არის ის არჩევანი, რომელიც პაციენტს სიცოცხლის საშუალებას მისცემს. ამიტომ 2014 წლის 28 ივლისს ჩვენ ავირჩიეთ სიცოცხლე. როგორც ფოტოებზე ნახავთ მოეწყო იმიტირებული არჩევნები საქართველოს 6 ქალაქში, სადაც პაციენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა შემოხაზეს C ვარიანტი და ხმა მისცეს სიცოცხლეს. ზაფხულის სიცხის მიუხედავად ამომრჩევლის აქტივობა შთამბეჭდავი იყო. 1 საათზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში ხმა მისცა 1658 ამომრჩეველმა და ამით მთავრობას უკარნახა საკუთარი ნება, რომ მკურნალობა უნდა იყოს პაციენტისთვის უფასო. ამას გარდა საქართველოს 4 ქალაქში გაიმართა მრგვალი მაგიდა და რამდენიმე შეხვედრა პაციენტებთან. მომზადდა საინფორმაციო და პრომო მასალა. მედიამ ტრადიციულად ფართოდ გააშუქა კამპანია - 16 სიუჟეტი, ჩართვა, ტოკშოუ, პუბლიკაცია და ა.შ. სასჯელაღსრულების სამინისტრომაც აღნიშნა ეს დღე საპატიმროებში საინფორმაციო მასალის გავრცელებით (იხილეთ 2 პოსტერი ილუსტრაციისთვის) და ღონისძების მოწყობით. საარჩევნო ატრიბუტიკა გვათხოვა ცესკომ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.


ადამიანის უფლებების დარღვევბის იდენტიფიცირების ტრენინგი ჩატარდა

ადამიანის უფლებების დარღვევბის იდენტიფიც...

REAct -ის 2021 წლის ანგარიში

REAct -ის 2021 წლის ანგარიში...

რეაქტის 2021 წლის სრული ანგარიში

რეაქტის 2021 წლის სრული ანგარიში...

N10 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N10 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტე...

აივ ინფექცია და სტიგმა

აივ ინფექცია და სტიგმა...

 REAct -ის 2025 წლის ანგარიში

REAct -ის 2025 წლის ანგარიში...

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია 2012

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპა...

საინფორმაციო ბროშრები

საინფორმაციო ბროშრები...

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი - 2016

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელე...