C ჰეპატიტის კამპანია 2013

საკითხზე მომუშავე ჯგუფის მიერ გადაწყდა საკამპანიო ტურნეს მოწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით. კამპანიის დაგეგმვას ორდღიანი პროცესი დაეთმო ბულაჩაურში.

წლევანდელი კამპანიის სახელწოდებად განისაზღვრა „C არ იCდის“. გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობამ საჯაროდ გამოთქვა მზადყოფნა მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, კამპანიის მთავარ სამიზნედ ის ფარმაკომპანიები იქცნენ, რომლებიც 15 წლის განმავლობაში არ აიაფებდნენ მკურნალობის ფასს. სწორედ ეს კონცეფცია დაედო საფუძვლად კამპანიის პრომო მასალებს.

კამპანიის ფარგლებში აქციები გაიმართა ფარმაკომპანიების ოფისების წინ, რომლის დროსაც აქტივისტებმა შავ ჩარჩოში ჩასმული საკუთარი სურათები მიიტანეს ოფისებთან და კომპანიების სახელების ინტერპრეტაციის მეშვეობით გააპროტესტეს მათი სიძუნწე.

კამპანიის ფარგლებში ქსელის მედიაკოორდინატორმა ორგანიზება გაუკეთა სატელევიზიო და რადიო ტოკშოუებს. კამპანიის კვირეულის განმავლობაში, საკითხის გაშუქების კოეფიციენტმა 70%-ს გადააჭარბა.

 

კამპანიის ოფიციალური ღონისძიებები - მრგვალი მაგიდები გაიმართა თბილისში, გორში, ზუგდიდსა და ბათუმში. 27 ივლისდან 28 ივლისის ჩათვლით გაიმართა საკამპანიო ტურნე, რომელმაც მოიცვა საქართველოს დიდი ქალაქები: თბილისი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი. ამ ქალაქებში გაიმართა აქციები, ფლეშმობები და საინფორმაციო შეხვედრები. 28 ივლისს საკამპანიო ტურნე ბათუმში დასრულდა, სადაც დარიგდა საინფორმაციო მასალები და მოეწყო გალა კონცერტი პოპულარული შემსრულებლების მონაწილეობით. 


2013-2015: ევროკავშირი (EC 5), EIDHR/2013/315-157- „მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოში“

2013-2015: ევროკავშირი (EC 5), EIDHR/201...

ტელეკლინიკის პროექტი აივ მოწყვლადი ჯგუფებისთვის

ტელეკლინიკის პროექტი აივ მოწყვლადი ჯგუფე...

გილოცავთ ახალ წელს!

გილოცავთ ახალ წელს!...

REAct -ის 2025 წლის ანგარიში

REAct -ის 2025 წლის ანგარიში...

მდგრადობა, როგორც პრიორიტეტი: REAct აგრძელებს ფუნქციონირებას საქართველოში 2023 წლიდან

მდგრადობა, როგორც პრიორიტეტი: REAct აგრძ...

დისტანციური კონსულტაცია COVID 19- თან დაკაშირებულ საკითხებზე

დისტანციური კონსულტაცია COVID 19- თან და...

მიმართვა ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

მიმართვა ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლე...

რა არის C ჰეპატიტი?

რა არის C ჰეპატიტი?...

„აივ თვით-ტესტირების მიმღებლობის შეფასების კვლევას ნიმ და მსმ პოპულაციებში საქართველოში“.

„აივ თვით-ტესტირების მიმღებლობის შეფასებ...