შიდსის მსოფლიო დღის კამპანია

ქსელმა მოახდინა მის მიერ ქსელური კამპანიების ორგანიზებისას შეძენილი გამოცდილების ქსელს გარეთ ექსპორტირება. ქსელმა შესთავაზა PTF-ში გაწევრიანებულ ორგანიზაციებს ღონისძიებათა კოორდინაცია და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა. კამპანია რამდენიმე ძირითად ელემენტს მოიცავდა: ეროვნული კონფერენცია და პრესკონფერენცია, ერთიანი ხილვადობის შემუშავება, მედია სტრატეგიის შემუშავება, პრომო ვიდეო კლიპი, საინფორმაციო მასალების გავრცელება ევროკავშირის სპეციალური ავტობუსით, დასკვნითი - წითელი ლენტის აქციის ორგანიზება და ღონისძიებები რეგიონებში.

მაღალი დონის კონფერენციას სიტყვით მიმართეს CCM-ის თავმჯდომარემ, ევროკავშირის ელჩმა, UNAIDS-ის წარმომადგენელმა, „გლობალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“, შიდსის ცენტრის და PTF-ის წარმომადგენლებმა. CCM-ის ინციატივით, ქსელმა, შიდსის ცენტრთან ერთად მოახდინა იმ პრევენციული და სამკურნალო საშუალებების დემონსტრაცია, რასაც ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს. ამის შემდეგ, მოხალისეებმა დაარიგეს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მოწოდებული საინფორმაციო მასალები ევროკავშირის ავტობუსის მეშვეობით. ავტობუსი შეჩერდა სამ ხალხმრავალ ადგილას და ადგილზე მოხდა მასალის დარიგება.

შიდსის მსოფლიო დღის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა თავისუფლების მოედანზე, სადაც თბილისის მერიისა და საპატრულო პოლიციის ხელშეწყობით გადაიკეტა საავტომობილო მოძრაობა, ჩაქრა გარეგანათება და დამონტაჟდა ხმის აპარატურა. 800-მდე მოხალისემ 2000 სანთლით სიმბოლურად გამოსახეს გიგანტური წითელი ლენტი. მომზადდა ამ აქციის ამსახველი ვიდეო რგოლი, რომელის მომზადება დააფინანსა „გლობალური პროექტების განმახორციელებელმა ცენტრმა“ და „მსოფლო ექიმები - საფრანგეთმა“ და შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.youtube.com/watch?v=LK4EmKX9ras&feature=youtu.be

კამპანია გააშუქა ყველა ეროვნულმა სატელევიზიო და რადიო მედია საშუალებამ.

ქსელის წევრებმა რეგიონებშიც აღნიშნეს ეს დღე. მათ მოაწყვეს მრგვალი მაგიდები, ტრენინგები, ფილმის ჩვენებები საქართველოს 5 ქალაქში - თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.


მიმართვა ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

მიმართვა ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლე...

წევრი ორგანიზაციები და გაწევრიანება

წევრი ორგანიზაციები და გაწევრიანება...

N10 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N10 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტე...

16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობი...

საინფორმაციო ბროშურები

საინფორმაციო ბროშურები...

კორონავირუსი , ის რაც უნდა ვიცოდეთ

კორონავირუსი , ის რაც უნდა ვიცოდეთ ...

აივის თვით-ტესტის გამოწერა ახლა თვითტესტის საიტიდან არის შესაძლებელი

აივის თვით-ტესტის გამოწერა ახლა თვითტესტ...

N11 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N11 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტე...

რეაქტის სისტემა ფართოვდება

რეაქტის სისტემა ფართოვდება ...