განცხადება!

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, რომელიც აერთიანებს 26 წევრ ორგანიზაციას, შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული რუსულ კანონის მიღების მცდელობასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა ეს კანონი ნეგატიურ გავლენას მოახდენს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობაზე, ვინაიდან მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდება ქვეყანაში სწორედ საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ხორციელდება.
 
წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის აგენტებად, რაც გახდება საფუძველი სახელმწიფო კონტროლის გაძლიერების, შესაბამისად გაიზრდება რისკები ნებისმიერი კეთილშობილური მიზნით შემოსული დონორული დაფინანსების დაბლოკვის, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, მაგრამ არ იქნება ხელისუფლების ინტერესში. ხელისუფალი, სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეძლებს მოახდინოს მისთვის არასასურველი არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაცია და საერთოდ გააქროს ის სამოქალაქო პლატფორმიდან.
 
ხელისუფალს უჩნდება შესაძლებლობა ხელი მიუწვდებოდეს ისეთ ინფორმაციებზე, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მედიასაშუალებებს შეიძლება მოუწიოთ ინფორმაციის წყაროს დასახელება, ხელი შეეშლება ჟურნალისტტური გამოძიებების ჩატარებას, რაც საბოლოოდ შესაძლოა აღმოჩნდეს კორუფციის და საჯარო მოხელეების კრიმინალურ გარიგებების ხელშემწყობი.

ევროპული ონლაინ კვლევა ნარკოტიკების შესახებ

ევროპული ონლაინ კვლევა ნარკოტიკების შესა...

COVID-19- ის გავლენა ზიანის შემცირების სერვისის უზრუნველყოფაზე: შედარებითი ანალიზი

COVID-19- ის გავლენა ზიანის შემცირების ს...

2012-2014: ევროკავშირი (EC3), DCI-SANTE/2011/260/549 არასამთავრობო სექტორის გაძლიერება ნარკოტიკების მომხმარებელი ქალების საჭროებებზე საპასუხოდ

2012-2014: ევროკავშირი (EC3), DCI-SANTE/...

გაიგე შენი სტატუსი C ჰეპატიტზე და დასაჩუქრდი

გაიგე შენი სტატუსი C ჰეპატიტზე და დასაჩუ...

გადადგი ნაბიჯი და ებრძოლე დისკრიმინაციას!

გადადგი ნაბიჯი და ებრძოლე დისკრიმინაციას...

ზოგადი ინფორმაცია REAct-ის შესახებ

ზოგადი ინფორმაცია REAct-ის შესახებ...

მედიკამენტით მხარდაჭერილი თერაპია - მეთადონი

მედიკამენტით მხარდაჭერილი თერაპია - მეთა...

 უფასო და კონფიდენციალური იურიდიული მომსახურება და სწრაფი კონსულტაცია მეგობრული იურისტისგან - REAct

უფასო და კონფიდენციალური იურიდიული მომს...

REAct-ის იმპლემენტაცია საქართველოში გრძელდება

REAct-ის იმპლემენტაცია საქართველოში გრძე...