ვაკანსია _ პროექტის კონსულტანტი

დასახელება:  პროექტის კონსულტანტი

მომწოდებელი: ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი (GHRN)

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ: ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი 2006 წელს დაფუძნდა. ამჟამად ქსელში გაერთიანებულია 26 წევრი ორგანიზაცია საქართველოს 11 ქალაქიდან. ქსელის წევრი ორგანიზაციები ერთიანდებიან ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების იდეის გარშემო და ახორციელებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: აივ/შიდსის, B, C ჰეპატიტების და სისხლის გზით გადამდები და სხვა ინფექციების გამოვლენა და მკურნალობა, კონსულტირება, უსაფრთხო ინექციაზე და სქესობრივ ცხოვრებაზე საინფორმაციო მასალისა და საშუალებების გავრცელება, ნარკოპოლიტიკაზე ზემოქმედება,უფლებების ადვოკატირება და თემის გაძლიერება. ქალი მომხმარებლების უფლებების დაცვა, ზედოზირების პრევენცია, წევრი ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა. ქსელის მუშაობა ეფუძნება სამ ძირითად მიმართულებას: პოლიტიკის ადვოკატირება, სერვისების მიწოდების ორგანიზება და განვითარება, წევრების შესაძლებლობების გაძლიერება.

ინფორმაცია პროექტის შესახებ: ნარკოპოლიტიკის ონლაინ გამოცემა - Drug Policy Online Edition - Drugpolicy.ge - პროექტის მიზანია ნარკოპოლიტიკის და მისგან განპირობებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების და გადაწყვეტილებების მიღები პირების ინფორმირებულობის გაზრდა, არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილების ინიცირების მიზნით. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება საქართველოში ნარკოპოლიტიკის პირველი ონლაინ გამოცემა, რომელიც მოიცავს ობიექტური ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ნარკოპოლიტიკის თემაზე საზოგადოების ინტერესის და ცნობიერების გაზრდას.

ელშეკრულების  ტიპი: ინდივიდუალური ხელშეკრულება

ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 12 თვე

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი აცხადებს ტენდერს პროექტის კონსულტანტის ვაკანსიაზე. კონსულტანტის მიერ შესასრულებელი სამუშაო მოიცავს:

ანაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 1 თებერვალი, 2023 წ.

CV ქართულ ენაზე გთხოვთ, შემოიტანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: info.ghrn@gmail.com


ივნისის თვეში გაწეული რეაგირებები

ივნისის თვეში გაწეული რეაგირებები...

როგორ მოვიქცეთ დაკავების დროს?

როგორ მოვიქცეთ დაკავების დროს?...

საინფორმაციო პოსტერები - ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ

საინფორმაციო პოსტერები - ადამიანის უფლებ...

ტენდერი  ვებ-გვერდის განახლების მომსახურებისთვის

ტენდერი  ვებ-გვერდის განახლების მომსახურ...

გადადგი ნაბიჯი და ებრძოლე დისკრიმინაციას!

გადადგი ნაბიჯი და ებრძოლე დისკრიმინაციას...

სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია

სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია...

ბმულები და რესურსები

ბმულები და რესურსები...

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია 2013

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპა...

ნოემბრის თვეში გაწეული რეაგირებები _REAct

ნოემბრის თვეში გაწეული რეაგირებები _REAc...