27 ივნისი - "ჰუმანური ნარკოპოლიტიკა-ხელმისაწვდომი ჯანდაცვა" - მრგვალი მაგიდა

 27 ივნისს, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „ჰუმანური ნარკოპოლიტიკა-ხელმისაწვდომი ჯანდაცვა“ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ ორგანიზებით.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ:
თამარ გაბუნია (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე),
ირმა ხონელიძე (დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გლობალური ფონდის პროგრამის დირექტორი)
ხათუნა თოდაძე (ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე)
იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი (გირჩი)
თემის წევრები, სათემო ორგანიზაციები და სფეროს ექსპერტები
 
შეხვედრა ეძღვნებოდა „ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს“, რომელიც ქსელის ორგანიზაციებისთვის ტრადიციულად ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ იქცა.
 
შეხვედრაზე სხვადასხვა რაკურსით მიმოიხილეს ნარკოპოლიტიკის უარყოფითი შედეგები. ხაზი გაესვა მოქმედი ნარკოპოლიტიკის არაეფექტურობას და დამანგრეველ შედეგებს, როგორც მომხმარებელთა თემისათვის ასევე საზოგადოებისთვის.
 
შეხვედრაზე განიხილეს რეაქტის სისტემაში რეაქტორების მიერ დოკუმენტირებული ადამიანის უფლებების დარღვევების ქეისების შედეგად შემუშავებული სტატისტიკა.
 
#GHRN #REACT

ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი „ახალი გზა“

ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტა...

რეაგირებები დარღვევებზე 2020 წლის განმავლობაში - REACT

რეაგირებები დარღვევებზე 2020 წლის განმავ...

ბმულები და რესურსები

ბმულები და რესურსები...

როგორ მოვიქცეთ დაკავების დროს?

როგორ მოვიქცეთ დაკავების დროს?...

მიიღე ოჯახის ექიმის კონსულტაცია - ტელეკლინიკა

მიიღე ოჯახის ექიმის კონსულტაცია - ტელეკლ...

საინფორმაციო შეხვედრა N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულებაში

საინფორმაციო შეხვედრა N5 ქალთა პენიტენცი...

პრაქტიკული რჩევები აივ/შიდსთან მიმართებაში

პრაქტიკული რჩევები აივ/შიდსთან მიმართება...

სიახლე

სიახლე...

როგორ უნდა მოვიქცეთ ზედოზირების დროს?

როგორ უნდა მოვიქცეთ ზედოზირების დროს?...