ფემიციდი - საქართველოში არსებული რეალობა

ფემიციდი ქალებზე ძალადობის უმძიმესი ფორმაა. ფემიციდს აქვს ბევრი მიზეზი, მათ შორის- გენდერული სტერეოტიპები, რომლებსაც უნდა ბევრძოდეთ. ფემიციდი არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ ქალის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულები განსხვავდებიან ცალკეულ სოციალურ და კულტურულ რეალობაში, ფემიციდი გლობალური მოვლენაა, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია.
 
Ბოლო 7 წლის განმავლობაში, საქართველოში, 187 ქალის სიცოცხლე შეეწირა გენდერული ნიშნით ძალადობას. ფემიციდის სტატისტიკა 
 
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ინსტიტუციური და საკანონმდებლო მოწესრიგებიდან, აღსანიშნავია 2017 წელს, საქართველოს პარლამენტის მიერ „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება; ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა, რომელსაც ოჯახში, ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგის განხორციელება დაევალა.
 
2016 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველი, სპეციალურად შემუშავებული მეთო- დოლოგიის საფუძველზე ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგს ახორციელებს. მონი- ტორინგის მიზანია გააანალიზოს ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების, მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის თითოეული საქმე, რათა გამოვლინდეს ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის მექანიზმის ხარვეზები შემდგომში ამ მექანიზმების დახვეწისა და განვითარებისთვის.
 
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიმართულებით გადადგმუ- ლი ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება გენდერული ნიშნით ჩადენილი ქალთა მკვლელობების, ფემიციდის მაღალი რიცხვი.

მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალები ორმაგად მძიმე მდგომარეობაში არიან ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის კუთხით. 
 
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების შესახებ უმნიშვნელოვანესია ამ თემაზე მუშაობისთვის. 

#GHRN #REAct 
#ებრძოლესტიგმას #არადისკრიმინაციას 



ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისთვის აივ პრევენციული სერვისის მიწოდება

ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებ...

რეაქტის სისტემა ფართოვდება

რეაქტის სისტემა ფართოვდება ...

სოციალური კამპანია სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ

სოციალური კამპანია სტიგმისა და დისკრიმინ...

რა უნდა ვიცოდეთ სტიმულატორებით ზედოზირების დროს? - გაეცანით საინფორმაციო მასალებს

რა უნდა ვიცოდეთ სტიმულატორებით ზედოზირებ...

უახლესი კვლევა - ნარკოპოლიტიკის გავლენა ნემსებისა და შპრიცების პროგრამაზე და სერვისების მიწოდების სტრუქტურული ბარიერები

უახლესი კვლევა - ნარკოპოლიტიკის გავლენა ...

 REAct -ის 2025 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2025 წლის პირველი ნახევრის ან...

...

ნოემბრის თვეში გაწეული რეაგირებები _REAct

ნოემბრის თვეში გაწეული რეაგირებები _REAc...

განცხადება!

განცხადება!...