ჯანდაცვის კომიტეტმა „ნალოქსონის" რეცეპტის გარეშე გაყიდვის რეკომენდაცია გასცა

სახელმწიფო ,,ნალოქსონის" რეცეპტურას დაქვემდებარებული მედიკამენტების სიიდან ამოიღებას აპირებს. უახლოეს მომავალში მისი ყიდვა აფთიაქებში შესაძლებელია! ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე ზედოზირებით გარდაცვალების პრევენციისთვის. ეს არის შედეგი, რისთვისაც მრავალი წლის მანძილზე ვიბრძოდით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად!
 
ნარკანი იგივე ნალოქსონი - პრეპერატი ზედოზირების დროს გამოიყენება, რომელსაც რეალურად შეუძლია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. დღეს აფთიაქში ნალოქსონის შესაძენა ექიმის რეცეპტით არის შესაძლებელი, რაც ხშირ შემთხვევაში ნარკოტიკების მომხმარებლებს არ აქვთ და ზედოზირების შეთხვევაში ამის დრო არავის აქვს.
 
ნალოქსონი ჯანმოს მიერ შეტანილია სასიცოცხლო მნიშვნელობის სამკურნალო საშუალებების სიაში. შესაბამისად, საქართველოში ამ პრეპარატის შეტანა რეცეპტით გასაცემ პრეპარატთა სიაში,ზღუდავდა სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატზე ხელმისაწვდომობას წლების განმავლობაში!
 
აღსანიშნავია, რომ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წევრი ორგანიზაციები გლობალური ფონდის პროექტის ,,ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის აივ პრევენციული სერვისების მიწოდება“ ფარგლებში ნალოქსონის დისტრიბუციას ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის 2009 წლიდან ახორციელებდა. მაშინ, როდესაც პირველი საპილოტე პროგრამა ,,წაიღე სახლში ნალოქსონი“ დაინერგა. ზიანის შემცირების ცენტრები ამ პრეპარატს უფასოდ, წელიწადში 15 ათას ამპულამდე გასცემენ საქართველოს მასშტაბით.
 
შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში მოქმედი ზიანის შემცირების პროგრამების მიერ წლების განმავლობაში ათასობით ადამიანის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი.
 
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი მიესალმება ამ მნიშვნელოვან სიახლეს. იმედოვნებს, რომ სახელმწიფო აღნიშნულ საკითხს ბოლომდე მიიყვანს და ხელს შეუწყობს სააფთიაქო ქსელებში ამ მედიკამენტების ხელმისწვდომობას.

რეპორტაჟი REAct-ის შესახებ -

რეპორტაჟი REAct-ის შესახებ -...

საკონსულტაციო შეხვედრები სექს მუშაობის თემაზე

საკონსულტაციო შეხვედრები სექს მუშაობის თ...

ზიანის შემცირების სერვის ცენტრები

ზიანის შემცირების სერვის ცენტრები...

მკაცრი ნარკოპოლიტიკა ხშირად მეტ ზიანს აყენებს ქალებს

მკაცრი ნარკოპოლიტიკა ხშირად მეტ ზიანს აყ...

საყოველთაო ჯანდაცვის ადვოკატირება: ახალი მასალები (Toolkit) ეროვნული საზოგადოებისთვის

საყოველთაო ჯანდაცვის ადვოკატირება: ახალი...

რეაქტი_სტატია ნარკოპოლიტიკის ონლაინ გამოცემა

რეაქტი_სტატია ნარკოპოლიტიკის ონლაინ გამო...

REAct -ის 2020 წლის ანგარიში

REAct -ის 2020 წლის ანგარიში...

შეუკვეთე თვითტესტი და მიიღე ადგილზე

შეუკვეთე თვითტესტი და მიიღე ადგილზე...

2023 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

2023 წლის პირველი ნახევრის ანგარიში ...