აივ ინფექცია ნარკოტიკების მომხმარებლებში

აივ/შიდსი განაჩენი არ არის, თუმცა უმნიშვნელოვანესია იცოდე შენი აივ სტატუსი! ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივ/შიდსი მეტ გართულებასან არის დაკავშირებული და ზრდის სიკვდილიანობის რისკს. ნივთიერებების მოხმარების სპეციფიკური ქცევებიდან გამომდინარე (ჰიგიენის დაუცველობა, არასტერილური ხელსაწყოები, დაუცველი სქესობრივი კავშირი) ნარკოდამოკიდებული პირები გაცილებით მეტი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე სხვა რისკის ჯგუფები. ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის გამოჩენამდეც იყო სხვადასხვა დაავადებები გავრცელებული, თავისი გართულებული ფორმებით, თუმცა, აივ ინფეციამ უფრო მეტად გააახშირა სხვადასხვა დაავადებების კლინიკური, მძიმე ფორმით, გამოვლენა. აივ ინფექციამ მკვეთრად გაზარდა ნარკოტიკების მომხმარებლებში ბაქტერიული პნევმონიის (ფილტვების ანთების) რისკი.

ინექციური ნარკოტიკების მოხმარება, ხელს უწყობს ინფექციის გაზრდის რისკს. ამ გართულებების მთავარი ელემენტებია:

-დაუცველი სქესობრივი კონტაქტი (ვაგინალური, ანალური, ორალური);

-არასტერილური ინექცია;

-სტომატოლოგიური ჰიგიენის დარღვევა;

-ხველის რეფლექსების დაქვეითება (რის შედეგადაც იზრდება ასპირაცია და პნევმონია);

-სხვა თანმხლები ქცევები (სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება).

კვლევებმა აჩვენა, რომ მაშინაც კი, როდესაც აივ ინფიცირებული ნარკოტიკების მომხმარებლები აქტიურად იყენებდნენ წამლებს, მათ ბაქტერიული პნევმონიისა და სეფსისის (მძიმე ინფეციური დაავადება, რომლის დროსაც ჩნდება სხვადასხვა ანთებითი კერები)  რისკი ოთხ-ხუთჯერ მეტი ჰქონდათ.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხდება აივ ინფექციისა და ნარკოტიკების მოხმარების სტიგმატიზაცია, რაც იწვევს სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ნაკლებობას, რის შედეგადაც შესაძლებელია დაგვიანდეს მკურნალობა.

დღეს აივ სტატუსი სასიკვდილო განაჩენი აღარ არის. მართალია, ჯერჯერობით არ არსებობს ორგანიზმიდან ვირუსის საბოლოოდ განდევნის შესაძლებლობა, თუმცა ხდება მისი გამრავლებისა და იმუნიტეტის დასუსტების პროცესის შეჩერება – ვირუსი ორგანიზმში რჩება, მაგრამ ჯანმრთელობას ზიანს აღარ უქმნის.

რაც უფრო ადრეულ ეტაპზე იქნება დასმული აივ-ის დიაგნოზი, მით უფრო ეფექტურია მკურნალობა. იმისთვის რომ აივ ინფექციის გავრცელება შემცირდეს, აუცილებელია ყველა ადამიანმა იცოდეს თავისი აივ სტატუსი, აივ სტატუსის გაგების შემდეგ მას ეძლევა საშუალება დაიცვას საკუთარი თავი  და გარშემომყოფები დაინფიცირებისგან. ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების მაღალი რისკის შემცველი სქესობრივი კავშირი ერთ-ერთი ყველაზე სარისკო ქცევაა. მათი სენსიტიურობა და მოწყვლადობა ხშირად დაკავშირებულია   სამართლებრივ და სოციალურ პრობლემებთან. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სტიგმა და დეზინფორმაცია, რაც აივ-ინფექციის მიმართ მოწყვლადობას ზრდის, ამავე დროს  ამცირებს ტესტირებისა და მკურნალობის პროგრამების ხელმისაწვდომობას.

საქართველოში აივ ეპიდემიის განვითარების ადრეულ ეტაპზე აივ-ის გადაცემის ერთ-ერთ მთავარ გზას ინექციური ნარკოტიკების მოხმარება წარმოადგენდა. დღეისათვის უფრო ხშირია სქესობრივი კონტაქტის გზით გადადება. ითვლება, რომ აივ პოზიტიური ადამიანების დაახლოებით 42%-მა არ იცის, რომ ინფიცირებულია.

აივ/შიდსი განაჩენი არ არის !

აივ ინფეცია ექვემდებარება მკურნალობას!

გაიგე შენი აივ სტატუსი ! განსაკუთრებით მაშინ თუ  ნარკოტიკების მომხმარებელი ხარ!


ვინ იღებს სარგებელს REAct- იდან?

ვინ იღებს სარგებელს REAct- იდან?...

ივნისის თვეში დოკუმენტირებული უფლებების დარღვევბზე რეაგირება

ივნისის თვეში დოკუმენტირებული უფლებების ...

საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ საჯარო მიმართვას ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ

საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერენ სა...

 უფასო და კონფიდენციალური იურიდიული მომსახურება და სწრაფი კონსულტაცია მეგობრული იურისტისგან - REAct

უფასო და კონფიდენციალური იურიდიული მომს...

რეკომენდაციები ნარკოტიკების მომხმარებლებს COVID-19 კორონავირუსის შესახებ

რეკომენდაციები ნარკოტიკების მომხმარებლებ...

31 ოქტომბრის შეხვედრაზე ანგარიშების პრეზენტაცია გაიმართა

31 ოქტომბრის შეხვედრაზე ანგარიშების პრეზ...

საბიუჯეტო ადვოკაციის ონლაინ შეხვედრა

საბიუჯეტო ადვოკაციის ონლაინ შეხვედრა...

ზოგადი ინფორმაცია REAct-ის შესახებ

ზოგადი ინფორმაცია REAct-ის შესახებ...

როგორ უნდა მოვიქცეთ ზედოზირების დროს?

როგორ უნდა მოვიქცეთ ზედოზირების დროს?...