ზედოზირება  და სამედიცინო ჩამანაცვლებელი  პრეპარატები

                                    
    31 აგვისტო ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. ჩვენც გადავწყვიტეთ ორიოდე სიტყვით შევეხოთ ზედოზირების გამომწვევ მიზეზებს,სიკვდილიანობის შემთხვევების შემცირების გზებს, გავრცელებულ მითებსა და ცრურწმენებს,მათგან მოტანილ ზიანს და ლეტარული შემთხვევებისგან ადამიანების გადარჩენას. 
     პირველ რიგში აღვნიშნავთ,რომ წერილი ეხება მხოლოდ ოპიუმის ჯგუფის წამლებს,სხვა ნარკოტიკებისგან ზედოზირების შემთხვევებში,აქ მოყვანილი რეკომენდაციები არ გამოგადგებათ.პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ლეტალური შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა გამოწვეულია სუნთქვის შეჩერებით და გავრცელებული ,,გული გაუსკდა“ და სხვა ასეთები მითებია.ოპიატების უმრავლესობა თრგუნავს სუნთქვის ცენტრს(ისევე, როგორც ხველისას, სხვათა შორის), ტვინი აღარ აიძულებს ფილტვებს სუნქვას,უბრალო ენით რომ ვთქვათ, ადამიანს ავიწყდება, რომ უნდა ისუნთქოს და დგება სიკვდილი. საქართველოს ზიანის შემცირების ცენტრს,გენპუდს,სხვა დარგში მონაწილე ორგანიზაციებს,უამრავი მასალა აქვთ დარიგებული,თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ ასეთ შემთხვევას შეესწრო და დიდი რაოდენობით ნალოქსონი(ნარკანი) აქვთ დარიგებული,მაგრამ, სანამ ამ წამლის შეძენა აფთიაქში რეცეპტის გარეშე(და არა ექიმის რეცეპტით) არ იქნება შესაძლებელი,მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მუდამ საფრთხის ქვეშ იქნება. დამეთანხმებით,ადამიანს არ შეუძლია წინა დღით განჭვრიტოს ზედოზირება,ან ექიმმა, რომელსაც ეტყვიან, ამაღამ ან ხვალ ზედოზირების რისკის ქვეშ ვიქნებიო,რა უნდა ქნას,ჰიპოკრატეს ფიცი დაარღვიოს, ექიმის ვალდებულებებს უღალატოს თუ მოქალაქისას. ეს პრობლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია.
    აუცილებლად უნდა დავამატოთ,საქართველოში ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებებში გამოყენებული  პრეპარატები,მეტადონი და სუბოქსონი(ედნოკი),არც ერთი არ თრგუნავს სუნთქვის ცენტრს. ამიტომ ამ პრეპარატებით ზედოზირება პრაქტიკულად გამორიცხულია. სამაგიეროდ, საშიშია მათი ერთად მიღება,განსაკუთრებით მეტადონზე სუბოქსონის დამატება,რასაც შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.
      კარგია, საერთოდ თუ არ მოიხმართ ნარკოტიკს,მაგრამ თუ მაინც მოიხმართ, საქართველოს ზიანის შემცირების ცენტრებში, GENPUD-ში შემავალი ორგანიზაციები,მოგაწვდიან ნალოქსონსაც და საჭირო ინფორმაციასაც ზედოზირების მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად.
 

 უფასო და კონფიდენციალური იურიდიული მომსახურება და სწრაფი კონსულტაცია მეგობრული იურისტისგან - REAct

უფასო და კონფიდენციალური იურიდიული მომს...

ცვლილება იწყება შენით - სტიგმა/დისკრიმინაცია ნარკოტიკების მოხმარებელთა მიმართ

ცვლილება იწყება შენით - სტიგმა/დისკრიმინ...

ვებინარები ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის შესახებ

ვებინარები ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძ...

11 ოქტომბერი - გლოვის დღე

11 ოქტომბერი - გლოვის დღე ...

კამპანია ქალი მომხმარებლების უფლებებისათვის 2013

კამპანია ქალი მომხმარებლების უფლებებისათ...

აპრილის თვეში გაწეული რეაგირებებები

აპრილის თვეში გაწეული რეაგირებებები...

მიიღე ფსიქოლოგის მომსახურება - ტელეკლინიკა

მიიღე ფსიქოლოგის მომსახურება - ტელეკლინი...

შპრიცებისა და ნემსების პროგრამის ბენეფიციართა შორის ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მონაცემთა ანალიზის შედეგები (2019)

შპრიცებისა და ნემსების პროგრამის ბენეფიც...

რეაქტი 2024 წელს აქტიურად აგრძელებს მუშაობას

რეაქტი 2024 წელს აქტიურად აგრძელებს მუშა...