ასოციაცია "ქსენონი"

ჩვენ გვჯერა, რომ ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა. შესაბამისად, ვმოქმედებთ ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც დაცულია ადამიანის ჯანმრთელობის უფლებები და საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფებისათვის ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი ჯანდაცვისა და სოციალური სერვისები.
 
ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის“ დაარსება განაპირობა სამეგრელოს რეგიონში არსებულმა იმ კომპლექსურმა პრობლემებმა, რომელიც დაკავშირებული იყო ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასა და მოხმარებით გამოწვეულ ზიანთან. სამეგრელოში იყო განსაკუთრებულად საყურადღებო ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის მასშტაბები. ამ კონფლიქტისპირა რეგიონში, ნარკოტიკების მომხმარებლებისთვის არ არსებობდა ზიანის შემცირებისა და ჯანდაცვის სხვა სპეციფიური პროგრამები/სერვისები; ნარკოტიკების არამიზნობრივი მოხმარების პრევენციის მხრივ არ მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა მოზარდებთან და ახალგაზრდებთან“ - ნინო ჯანაშია ფსიქოლოგოი და ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანელი.
 
ორგანიზაცია „ქსენონის“ მისიაა სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის, კერძოდ ჯანდაცვის და ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე ადამიანების, ასევე ახალგაზრდების/მოზარდების ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
 
ასოციაცია ,,„ქსენონი” დაფუძნების დღიდან არის ზიანის შემცირების საქართველის ქსელის წევრი. ორგანიზაციამ 2004 წლიდან სამეგრელოში დაიწყო ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელება. დღეს ის ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, რომელიც მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს სთავაზობს ჯანდაცვის, სოციალურ და საგანმანათლებლო სერვისებს.
ორგანიზაცია მიზნობრივ ჯგუფებს აწვდის პრევენციულ, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და სოციალურ მომსახურებას; ახორციელებს მათი ინტერესების დაცვას და შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობას; ასევე, მუშაობს საზოგადოებაში ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით ცნობადობის ამაღლებაზე.
 
 ,, ქსენონის” ზიანის შემცირების ცენტრში ნარკომომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორებისთვის ხელმისაწვდომია შემდები სერვისები:
 
  • <br> </p>
		<div id=