კორონავირუსის ვაქცინა და აივ ინფექცია – ინფორმაცია აივ-დადებითი პირებისთვის

რამდენად უსაფრთხოა კორონავირუსის ვაქცინა ?

COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოება პირველ რიგში დასტურდება ამა თუ იმ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდებით. კლინიკური ცდების შემდგომ, ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას (კლინიკური ცდების შედეგებზე დაყრდნობით) ასევე ადასტურებენ მარეგულირებელი ორგანოები. მაგალითად WHO, CDC, FDA, EMA და სხვა.

რამდენად უსაფრთხოა კოვიდ ვაქცინა აივ-დადებითი პირებისთვის?

კოვიდ-19-ის ვაქცინები უსაფრთხოა ადამიანთა უმეტესობისთვის. მათ შორის, აივ-დადებითი პირებისთვის.

ამ დროისთვის არ არსებობს   მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, აივ-დადებითი ადამიანები კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოყენებისას შემდგომი გართულებების მომატებულ რისკ ჯგუფს წარმიადგენენ.

ვაქცინის გამოცდისას კვლევებში არაერთი აივ-დადებითი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათი ნაწილი არ იმყოფებოდა ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე. ნაწილს კი ანტირეტროვირუსული პრეპარატების მეშვეობით მიღწეული ჰქონდა არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვისთვის.

უნდა ჩაიტარონ თუ არა ვაქცინაცია აივ-დადებითმა პირებმა?

აივ-დადებითი პირებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრა ისეთივე სასურველია, როგორც აივ-უარყოფითი ადამიანისთვის. ვაქცინაციის მეშვეობით, თქვენ შეამცირებთ COVID-19-ით ინფიცირების რისკებს. თუმცა ვაქცინაციის შემდგომაც აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების მაქსიმალურად დაცვა (სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება, ხელების რეგულარული დაბანა).

წყარო : http://selftest.ge/blog/610ab54502e12e001f12f06b

 


თანმდევი დისკრიმინაცია ანუ ნარკომოხმარება

თანმდევი დისკრიმინაცია ანუ ნარკომოხმარებ...

N6 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N6 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

კვლევა აივდადებით პირებში

კვლევა აივდადებით პირებში...

რეაქტის მიერ შეგროვებული ინფრომაცია

რეაქტის მიერ შეგროვებული ინფრომაცია...

N7 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N7 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

სამუშაო შეხვედრა ნარკოპოლიტიკის თემაზე

სამუშაო შეხვედრა ნარკოპოლიტიკის თემაზე...

შპრიცების და ნემსების პროგრამის ბენეფიციართა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ქცევის, აივ-შიდსის და C ჰეპატიტის შესახებ ცოდნის დონის და ტესტირების პრაქტიკის შეფასება საქართველოს 10 ქალაქში 2017

შპრიცების და ნემსების პროგრამის ბენეფიცი...

„შტატებში ქართველი მიგრანტების ზედოზირებით გარდაცვალების რიცხვი შეფაშფოთებელია“ - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც სურათის შეცვლა შეუძლია

„შტატებში ქართველი მიგრანტების ზედოზირებ...

გახსენების, მოქმედების დროა – Time to act, time to remember

გახსენების, მოქმედების დროა – Time to ac...