კორონავირუსის ვაქცინა და აივ ინფექცია – ინფორმაცია აივ-დადებითი პირებისთვის

რამდენად უსაფრთხოა კორონავირუსის ვაქცინა ?

COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოება პირველ რიგში დასტურდება ამა თუ იმ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდებით. კლინიკური ცდების შემდგომ, ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას (კლინიკური ცდების შედეგებზე დაყრდნობით) ასევე ადასტურებენ მარეგულირებელი ორგანოები. მაგალითად WHO, CDC, FDA, EMA და სხვა.

რამდენად უსაფრთხოა კოვიდ ვაქცინა აივ-დადებითი პირებისთვის?

კოვიდ-19-ის ვაქცინები უსაფრთხოა ადამიანთა უმეტესობისთვის. მათ შორის, აივ-დადებითი პირებისთვის.

ამ დროისთვის არ არსებობს   მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, აივ-დადებითი ადამიანები კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოყენებისას შემდგომი გართულებების მომატებულ რისკ ჯგუფს წარმიადგენენ.

ვაქცინის გამოცდისას კვლევებში არაერთი აივ-დადებითი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მათი ნაწილი არ იმყოფებოდა ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე. ნაწილს კი ანტირეტროვირუსული პრეპარატების მეშვეობით მიღწეული ჰქონდა არაგანსაზღვრადი ვირუსული დატვირთვისთვის.

უნდა ჩაიტარონ თუ არა ვაქცინაცია აივ-დადებითმა პირებმა?

აივ-დადებითი პირებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრა ისეთივე სასურველია, როგორც აივ-უარყოფითი ადამიანისთვის. ვაქცინაციის მეშვეობით, თქვენ შეამცირებთ COVID-19-ით ინფიცირების რისკებს. თუმცა ვაქცინაციის შემდგომაც აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების მაქსიმალურად დაცვა (სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება, ხელების რეგულარული დაბანა).

წყარო : http://selftest.ge/blog/610ab54502e12e001f12f06b

 


სპაისი

სპაისი...

2011-2013: ევროკავშირი (EC1) DCI-SANTE/2011/260-569 აივ პროფილაქტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესება

2011-2013: ევროკავშირი (EC1) DCI-SANTE/2...

ფემიციდი - საქართველოში არსებული რეალობა

ფემიციდი - საქართველოში არსებული რეალობა...

გადადგი ნაბიჯი და ებრძოლე დისკრიმინაციას!

გადადგი ნაბიჯი და ებრძოლე დისკრიმინაციას...

2016: ჰოლისტური ზრუნვისა და რეაბილიტაციის მოდელების განვითარება საქართველოში

2016: ჰოლისტური ზრუნვისა და რეაბილიტაციი...

REAct -ის 2025 წლის ანგარიში

REAct -ის 2025 წლის ანგარიში...

აივ/შიდსი, სტიგმა და დისკრიმინაციის გავლენა ინფექციაზე - 1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღე

აივ/შიდსი, სტიგმა და დისკრიმინაციის გავლ...

 REAct -ის 2020 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2020 წლის პირველი ნახევრის ან...

საყოველთაო ჯანდაცვის ადვოკატირება: ახალი მასალები (Toolkit) ეროვნული საზოგადოებისთვის

საყოველთაო ჯანდაცვის ადვოკატირება: ახალი...