ცვლილება იწყება შენით - სტიგმა/დისკრიმინაცია ნარკოტიკების მოხმარებელთა მიმართ

⚠️ ფიქრობ რომ დღეს ყველა თანასწორი ვართ? არა!
✅26 ივნისს- ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" მიმდინარე სტიგმა/დისკრიმინაციასთან ბრძოლის სოციალური კამპანიის ფარგლებში ატარებს ვებინარს.
❗️შემოგვიერთდით 26 ივნისს 13:00 საათზე, ზუმის პლატფორმაში. ვებინარი ასევე ლაივ რეჟიმში გაეშვება ორგანიზაციის გვერდზე და ამავე ივენთზე.
 
ვებინარის თემები:

-ისტორიული კონტექსტი, როგორ დაიწყეს მუშაობა აივ პრევენციაზე? კვლევის პრეზენტაცია სტიგმა სამედიცინო პერსონალში ნარკომოხმარებლების მიმართ- თამარ სირბილაძე -„ბემონის“ თავმჯდომარე
 
-სტიგმა/დისკრიმინაციის სამართლებრივი გაგება - კახა კვაშილავა- “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ აღმასრულებელი დირექტორი
 
- რა როლს თამაშობს სტიგმა/დისკრიმინაცია ნარკომომხმარებლებთან მუშაობის პროცესში. შპრიცების პროგრამები/ სტიგმა დისკრიმინაცია - ნინო ჯანაშია- „ასოციაცია ქსენონი“ აღმასრულებელი დირექტორი
 
-ჩანაცვლებით თერაპია და სტიგმა/დისკრიმინაცია; თვით-სტიგმა და დღევანდელი მდგომარეობის შესაფება. შემთხვევების განხილვა - ლაშა აბესაძე -„ახალი ვექტორი“ რუსთავის ცენტრის ხელმძღვანელი
 
-ნარკომომხმარებელი ქალების მიმართ სტიგმა/დისკრიმინაცია - ორმაგი სტიგმა- ეკატერინე გარდაფხაძე- „აკესო“- აღმასრულებელი დირექტორი
 
-,,საქართველოს ნარკოპოლიტიკის მუზეუმის/ექსპოზიციის” საიტის პრაზენტაცია.- მარინა ასათიანი- “ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“- პროექტის მენეჯერი.
 
 
✅ ივენთის ბოლოს გაიმართება სოციალური კამპანის ფარგლებში GENPUD Production -ის მიერ მომზადბეული ვიდეო-რგოლის პრეზენტაცია სადაც თემის წევრები გააჟღერებენ დღეს არსებულ აქტუალურ პრობლემებს და შესაბამის მესიჯებს.
 
▶️ვებინარში მონაწილეობის მისაღებად შემოგვიერთდით ზუმ შეხვედრაზე:
https://zoom.us/j/97713635816
Meeting ID: 977 1363 5816
 
 
❗️ცვლილებები იწყება შენით!

ქალთა უფლებების კანონმდებლობის შეფასება - კვლევა - 2021

ქალთა უფლებების კანონმდებლობის შეფასება ...

WHO - COVID-19, აივ ინფექციის პრევენცია, მკურნალობა და მოვლა ნარკოტიკების მომხმარებლებში

WHO - COVID-19, აივ ინფექციის პრევენცია,...

კამპანია ქალი მომხმარებლების უფლებებისათვის 2013

კამპანია ქალი მომხმარებლების უფლებებისათ...

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრ...

„ქალი რომ მოგვმართავს, წასასვლელი ექნება!“: როგორ ეწინააღმდეგებიან რეაქტორები გენდერულ ძალადობას საქართველოში

„ქალი რომ მოგვმართავს, წასასვლელი ექნება...

N10 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N10 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტე...

საინფორმაციო ბროშურები

საინფორმაციო ბროშურები...

2023 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

2023 წლის პირველი ნახევრის ანგარიში ...

გამგეობა

გამგეობა...