ნარკოსცენა (2019)

ინფორმაცია მომზადებულია შპრიცებისა და ნემსების პროგრამის ბენეფიციართა შორის ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მონაცემთა ანალიზის 2019 შედეგების მიხედვით.

ბოლო 30 დღეში არაინექციურად მოხმარებული ფსიქოაქტიური საშუალებებიდან, რესპონდენტების უმრავლესობა კანაფის/ჰაშიშის (618; 62.6%), ფსიქოტროპული მედიკამენტების (293; 29.7%) და სედაციური (107; 10.8%) საშუალებების მოხმარებას აღნიშნავს. ინექციურად მოხმარებული ნარკოტიკული საშუალებებიდან ყველაზე მეტი რესპონდენტი ჰეროინის (575; 58.3%) მოხმარებას აღნიშნავს, რომელსაც ჩამოუვარდება ოჩთ პროგრამის ბუპრენორფინის (338; 34.2%) ინექციური მოხმარება, ე.წ. ეფედრას ვინტი (319; 32.3%), ქუჩის ბუპრენორფინი (296; 30%) და ტრადიციული ვინტი (153; 15.5%). დიაგრამა 14 სრულად ასახავს ბოლო 30 დღეში მოხმარებულ ფსიქოაქტიურ საშუალებებს. ასევე, იკვეთება, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების (MDMA, კეტამინი, ჰალუცინოგენები, სინთეზური კათინონები, ე.წ. ბიო-პლანი, ბიო-MDMA) არაინექცური მოხმარება (154; 15.6%) სჭარბობს ინექციურს (3 შემთხვევა).

ბოლო 30 დღეში მოხმარებული ნარკოტიკული საშუალებების ქალაქების ჭრილში ანალიზით ვლინდება, რომ დეზომორფინის მოხმარება მთლიან შერჩევაში, მხოლოდ, 9 რესპონდენტმა აღინიშნა: სამტრედიაში (4 რესპონდენტი), რუსთავში (2), ზუგდიდში (2) და ფოთში (1), სხვა ქალაქებში არსად არ იქნა დაფიქსირებული დეზომორფინის მოხმარება, აღნიშნული განსხვავება ქალაქების ჭრილში სტატსისტიკურად სარწმუნოა (χ2 (30) = 614.605, p = 0.000).

ოპიოიდების ინექციური მოხმარებაც, ძალიან ცოტამ - 18 რესპონდენტმა აღნიშნა:  უფრო მეტმა ქუთაისში (10 რესპონდენტი), ზუგდიდში (4) და თანაბრად - ბორჯომის (1), თბილისის (1), რუსთავის (1) და ფოთის (1) რესპონდენტებში (χ2 (30) = 680.831, p = 0.000). ფენტანილის მოხმარებაც ძალიან ცოტა - 12 რესპონდენტმა აღინიშნა, ყველაზე მეტმა ფოთში (8 რესპონდენტი), შემდეგ თბილისში (2), ზუგდიდსა (1) და რუსთავში (1), სტატისტიკურად სარწმუნო განსხვავებით (χ2 (30) = 583.271, p = 0.000).

ჰეროინის მოხმარება ყველა ქალაქში აღინიშნა, დიდი უპირატესობით რუსთავში (100%) და თბილისში (78.08%), ბორჯომში რესპონდენტთა 66.7% (4 რესპონდენტი) აღნიშნავს, სამტრედიაში - რესპონდენტთა 60.6%(43),  ქუთაისში - 59.2% (45), თელავში -45.7% (32), გორში - 41.7% (40), ოზურგეთში - 28.6% (18), ზუგდიდში - 25.9% (21) და ყველაზე ცოტა ბათუმში - 24.3% (18),  (χ2 (30) = 682.704, p = 0.000).

მეთადონის (ქუჩის) ინექციური მოხმარება ყველაზე გამოხატულია შედარებით მაღალი მაჩვენებელებით ფოთის (54.5%; 30) და ზუგდიდის (37%; 30) რეპონდენტებში. საერთოდ არ აღნიშნავენ რესპონდენტები მეთადონის ინექციურ მოხმარებას ბორჯომში, თელავში, ოზურგეთში, რუსთავსა და სამტრედიაში (χ2 (30) = 516.396, p = 0.000).

ბუპრენორფინის ინექციური მოხმარებაც, ჰეროინის მსგავსად, ყველა ქალაქში აღინიშნება: ბათუმში (31.1%; 23), ბორჯომში (50%; 3), გორში (34.3%; 33), ზუგდიდში (56.8%; 46), თბილისში (16.3%; 48), თელავში (54.3%; 38), ოზურგეთში (1.6%; 1), რუსთავში (22%, 22), სამტრედიაში (28.2%, 20), ფოთში (76.4%; 42), ქუთაისში (26.3%; 20) (χ2 (30) = 275.652, p = 0.000). ასევე გავრცელებულია პროგრამის სუბუქსონის ინექციური მოხმარების პრაქტიკაც ყველა ქალაქში, გარდა თელავისა, ყველაზე მაღალი მაჩვენებლით სამტრედიაში (95.8%; 68), გორში (80.2%; 77), ბათუმში (56.8%; 42) და თბილისში (37.6%; 111), ხოლო დანაჩენ ქალაქებში მერყეობს  1%-დან 16.48%-მდე (χ2 (30) = 851.862, p = 0.000).

ეფედრას ბუჩქისგან კუსტარულად მომზადებული ვინტის მოხმარება ფოთის გარდა ყველა ქალაქში აღინიშნა. კერძოდ კი, ვინტის ინექციურ მოხმარებას ბოლო 30 დღის მანძილზე აღნიშნავს ოზურგეთში გამოკითხულთა 55.6% (35 რესპონდენტი), სამტრედიაში გამოკითხულთა 54.9% (39), რუსთავში - 52% (52), თბილისში - 39% (115), თელავში - 32.9% (23), გორში - 21.9% (21), ზუგდიდი - 19.8% (16), ბორჯომში 16.7% (1 რესპონდენტი), ქუთაისში - 15.8% (12) და ბათუმში - 6.8% (5), სტატისტიკურად სარწმუნო მნიშვნელოვნებით (χ2 (30) = 722.012, p = 0.000), მაშინ, როცა ვინტის მოხმარება მნიშვნელოვნად დაბალია ოზურგეთში (1.6%; 1) და სამტრედიაში (7%; 5) (χ2 (30) = 845.557, p = 0.000).

ანტიჰისტამინურების ინექციური მოხმარება უპირატესად ფოთის (49.1%; 27) და ოზურგეთის (22.2%; 14) რესპონდენტებისთვის არის დამახასიათებელი, საერთოდ არ აღნიშნავენ ანტიჰისტამინურების ინექციურ მოხმარებას თელავის, სამტრედიისა და ქუთაისის რესპონდენტები (დიაგრამა 15), ქალაქებს შორის სტატისტიკურად სარწმუნო განსხვავებით (χ2 (30) = 412.982, p = 0.000).

 

დიაგრამა 14. ბოლო 30 დღეში მოხმარებული ფსიქოაქტიური საშუალებების განაწილება

 

სინთეზური კათინონების ინექციური მოხმარების ერთეული შემთხვევები აღინიშნა მხოლოდ ორ ქალაქში ქუთაისსა (2 რესპონდენტი) და გორში (1 რესპონდენტი) (χ2 (30) = 884.857, p = 0.000).

რესპონდენტების უმრავლესობა, ბოლო ინექციის ადგილად - ზედა და ქვედა კიდურების ღრმა (460; 46.6%) და ზედაპირულ (319; 32.3%) ვენებს ასახელებს, თუმცა გამოკითხულთა მეხუთედი (200; 20.3%) განსაკუთრებით სარისკო მიდამოში (საზარდულის, იღლიის, კისრის ვენები, სუბკლავია) ინექციის პრაქტიკაზე მიუთითებს (

ცხრილი 1).

დიაგრამა 15. ბოლო 30 დღეში ინექციურად მოხმარებული ფსიქოაქტიური საშუალებების განაწილება ქალაქების მიხედვით

ცხრილი 1. ბოლო ინექციის ადგილი

ინექციის ადგილი

N/%

ზედა და ქვედა კიდურების ღრმა ვენებში

460/46.6%

ზედა და ქვედა კიდურების ზედაპირულ ვენებში

319/32.3%

საზარდულის ვენაში

103/10.4%

სუბკლავიაში

20/2%

კისრის ვენებში

49/5%

იღლიის მიდამოში

28/2.8%

კუნთებში

3/0.3%

თავი შეიკავა

5/0.5%

 

 

ქალაქების ჭრილში იკვეთება განსხვავებები, ასე მაგალითად, ბორჯომისთვის დამახასიათებელია მხოლოდ ზედა და ქვედა კიდურების ზედაპირულ ვენებში ინექციები (100%), მაშინ როცა ფოთის (60%) და სამტრედიის (53.3%) რესპონდენტები გამოირჩევიან უმეტესად ზედა და ქვედა კიდურლების ღრმა ვენებში ინექციით; სუბკლავიაში, ლავიწის მიდამოში ინექციები დამახასიათებელია მხოლოდ თბილისის (2%), რუსთავის (6%) და ქუთაისის (10.5%) რესპონდენტებისთვის. კისრის ვენებში ინექციებიც მხოლოდ 4 ქალაქში აღინიშნება: ქუთაისი (14.5%), რუსთავი (10%), თბილისის (7.8%) და ზუგდიდი (6.2%).   საზარდულის არეში ინექციები ყველა ქალაქში აღინიშნება გარდა ფოთის და ბორჯომისა, მაღალი მაჩვენებლებით ქუთაისში (26.3%), ოზურგეთში (19%) და თბილისში (16.6%). ქალაქებს შორის აღწერილი განსხვავება სტატისტიკურად სარწმუნოა (χ2 (90) = 501.647, p = 0.000).

ბოლო 30 დღის მანძილზე ზედოზირების, თუნდაც ერთი შემთხვევა, ჰქონია 35 რესპონდენტს (3.5%), მათი უმრავლესობა ზედოზირების მიზეზად ნარკოტიკის დიდი დოზით მოხმარებას ასახელებს (25 შემთხვევა), ასევე ალკოჰოლთან ან სხვა ნარკოტიკთან (8 შემთხვევა) შერევას. ზედოზირების შემთხვევები დაფიქსირდა ყველა ქალაქში, გარდა ბორჯომის, ბათუმის და თელავისა. ზედოზირების მაღალი მაჩვენებელი რუსთავში (9%; 9 რესპონდენტი) დაფიქსირდა, ხოლო დანარჩენ ქალაქებში: გორში - 2 შემთხვევა (2.1%),  ზუგდიდში - 3 (3.7%), თბილისში - 7 შემთხვევა (2.4%), ოზურგეთში - 3 (4.8%), სამტრედიაში - 3 (4.2%), ფოთში - 4 (7.3%), ქუთაისშიც 4 შემთხვევა (5.3%). ბოლო თვეში ორჯერ ზედოზირების მაჩვენებელი მხოლოდ ორ ქალაქში გამოვლინდა: რუსთავსა და ზუგდიდში. ქალაქებს შორის აღწერილი განსხვავება სტატისტიკურად სარწმუნოა (χ2 (30) = 180.998, p = 0.000). აღსანიშნავია, რომ ზედოზირების შემთხვევათა უმეტესობაში ნალოქსონი იქნა გამოყენებული (26 შემთხვევა), 6 შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარება იქნა გამოძახებული და მხოლოდ ერთ შემთხვევაში იქნა გამოყენებული მარილწყლის ინექცია.

იხილეთ დოკუმენტი სრულად :

შპრიცებისა და ნემსების პროგრამის ბენეფიციართა შორის ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მონაცემთა ანალიზის შედეგები (2019)


აგვისტოს თვეში გაწეული რეაგირებებები

აგვისტოს თვეში გაწეული რეაგირებებები...

 REAct -ის 2021 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2021 წლის პირველი ნახევრის ან...

REAct -ის 2023 წლის ანგარიში

REAct -ის 2023 წლის ანგარიში...

თანამშრომლები

თანამშრომლები...

საინფორმაციო ბროშურები

საინფორმაციო ბროშურები...

N1 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „ზიანის შემცირება“

N1 ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენ...

WHO - COVID-19, აივ ინფექციის პრევენცია, მკურნალობა და მოვლა ნარკოტიკების მომხმარებლებში

WHO - COVID-19, აივ ინფექციის პრევენცია,...

REAct -ის 2024 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2024 წლის პირველი ნახევრის ანგ...

#StandWithUkraine

#StandWithUkraine...