C ჰეპატიტის კამპანია

2012 წელს ქსელმა მეორედ განახორციელა ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანია. კამპანიის გეგმა წინასწარ შემუშავდა გასვლითი შეხვედრის დროს, რის შემდეგ 4 ყოველკვირეული მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.

კამპანია რამდენიმე ელემენტისგან შედგებოდა: მრგვალი მაგიდა თბილისსა და რეგიონებში, პრომო მასალების, ვიდეორგოლისა და ვირუსული სოციალური მედიის კამპანიებისგან. ასევე, მოხდა მკურნალობის ეროვნული პროგრამის კონცეფციის პრეზენტაცია და მკურნალობის მომლოდინეთა სიის გახსნა, რომლის ხელმოწერები ქუჩის აქციის დროს შეგროვდა.

კამპანიისთვის შემუშავდა ახალი ვიზუალური იდენტობა იმ გზავნილების შესაბამისად, რომელიც 2012 წლისთვის იქნა შერჩეული. ძირითად გზავნილად გამოიყო ის, რომ პაციენტებს გადაუდებლად ესაჭიროებათ მკურნალობა და სიცოცხლის ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე მკურნალობის ღირებულება.

მოხდა კომუნიკატორ პირთა მომზადება და დაიგეგმა მათი მონაწილეობა ეროვნულ და რეგიონულ მედია საშუალებებში (ტელევიზია, რადიო, პრესა). ჯამში, ყველა დიდმა მედია საშუალებამ გააშუქა კამპანია.

პოლიტიკურ დონეზე მუშაობის ხელშესაწყობად 2012 წლის 28 ივლისს გაიმართა ეროვნული (თბილისში) და რეგიონული მრგვალი მაგიდები (გორში, ზუგდიდსა და ბათუმში). იმავდროულად გაიმართა პრესკონფერენციებიც. შედგა დისკუსია მკურნალობისა და დიაგნოსტირების დარგში არსებული ბარიერებისა და შესაძლებლობების შესახებ. მრგვალი მაგიდის დასასრულს, გაკეთდა სოციალური ვიდეოს პრეზენტაცია და მონაწილეებს წარედგინათ მკურნალობის ეროვნული პროგრამის კონცეფცია.

ქსელმა ასევე წარადგინა მკურნალობის მომლოდინეთა სია, რომლის მიზანიცაა თავი მოუყაროს 1000 პაციენტის მკურნალობის მოთხოვნის დოკუმენტს. ამ სიის პრეზენტაცია და პირველი 135 ხელმიწერა (მხოლოდ თბილისის მონაცემებით) ქუჩის აქციის დროს გაიმართა. გარდა სიაზე ხელმოწერებისა გაკეთდა ინსცენირებული რბოლა ბარიერებით, რომლებიც სიმბოლურად ასახავდნენ თითო ნემისის ფასს და მკურნალობის მომდევნო კვირების მიხედვით ამ ფასის ზრდას. მხოლოდ რამდენიმე მონაწილემ შეძლო ინსცენირებული დისტანციის ბოლომდე გავლა. გამვლელებს დაურიგდათ პრომომასალები, მათშორის მარაოები, რომელზეც დატანილი იყო კამპანიის გზავნილები.

კამპანიის შემდგომი ღონისძიება უკავშირდებოდა წინასაარჩევნო პროცესს. კერძოდ, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 14 პარტიას და 2 პოლიტიკურ ბლოკს დაეგზავნათ შეთავაზება მხარი დაეჭირათ მკურნალობის ეროვნული გეგმის კონცეფციისათვის მათი პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში. მხოლოდ ორმა პარტიამ გამოთქვა მხარდაჭერის სურვილი, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოიპოვა საპარლამენტო მანდატები. კამპანიის გაგრძელება იყო „დოჰას დეკლარაციის“ დღის აღნიშვნა 2012 წლის ნოემბერში, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა საპატენტო უფლებების გვერდის ავლით მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.


რა არის ოპიოიდებით ჩანაცვლებითინ თერაპია?

რა არის ოპიოიდებით ჩანაცვლებითინ თერაპია...

კამპანია ქალი მომხმარებლების უფლებებისათვის 2013

კამპანია ქალი მომხმარებლების უფლებებისათ...

როგორ ჩავიტაროთ აივ/შიდსის ნერწყვის ტესტირება სახლის პირობებში

როგორ ჩავიტაროთ აივ/შიდსის ნერწყვის ტესტ...

ზიანის შემცირების სერვის ცენტრები აგრძელებენ მუშაობას

ზიანის შემცირების სერვის ცენტრები აგრძელ...

ბმულები და რესურსები

ბმულები და რესურსები...

ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი „ახალი გზა“

ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტა...

შპრიცებისა და ნემსების პროგრამის ბენეფიციართა შორის ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მონაცემთა ანალიზის შედეგები (2019)

შპრიცებისა და ნემსების პროგრამის ბენეფიც...

წლიური ანგარიში - 2020

წლიური ანგარიში - 2020...

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელე...