ვებინარები ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის შესახებ

მიიღეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე გენდერული ძალადობის შესახებ და თუ როგორ ვებრძოლოთ მას, #REAct - ის ვებინარების სერიიდან.
დარეგისტრირდი ახლავე და მიიღე სერტიფიკატი - https://bit.ly/3U2L2s1
 
2022 წლის 5 დეკემბერს თემაზე "რატომ ითმენს ქალი? ურთიერთობებში ძალადობის მიზეზები, წინაპირობები და სახეები".
2022 წლის 7 დეკემბერს "დამნაშავის პორტრეტი: როგორ შეიძლება სტერეოტიპები იქცეს მუშტად".
2022 წლის 9 დეკემბერს მარტივი ჭეშმარიტების შესახებ: „არ ავნო: ძალადობაგამოვლილთა მხარდაჭერის გზები“.
 
ვებინარებზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, რომლებიც ჩატარდება 5, 7 და 9 დეკემბერს და სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება რუსულ, ინგლისურ, უკრაინულ, BHS, ქართულ ენებზე.
 
სამი ვებინარის ბოლოს მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ ტესტირება და მიიღონ ონლაინ სერტიფიკატი.
__
გაიგეთ მეტი კამპანიის შესახებ:
https://16.react-aph.org/
კამპანიის ფარგლებში, REAct აწყობს ვებინარების სერიას ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციის, მათი დაცვის და მხარდაჭერის მიზნით, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალების და გოგონების. ასევე, ყოველდღიურად გამოქვეყნდება მამაცი ქალების ისტორიები, რომლებმაც იპოვეს ძალა დაეცვათ თავიანთი უფლებები და წინააღმდეგობა გაეწიათ ძალადობისთვის.
მნიშვნელოვანია, მათმა ისტორიებმა შთააგონონ ქალები აღმოსავლეთ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან, აიმაღლონ ხმა, თავიანთი უფლებების დასაცავად, რომ აღარავინ მიაყენოს მათ შეურაცხყოფა და იძალადონ მათზე.

,,საქართველოს ნარკოპოლიტიკის მუზეუმი/ექსპოზიცია“ -drugpolicy.ge

,,საქართველოს ნარკოპოლიტიკის მუზეუმი/ექს...

საინფორმაციო შეხვედრა რუსთავის პრობაციის პროგრამაში ჩართული პირებისთვის

საინფორმაციო შეხვედრა რუსთავის პრობაციის...

სიახლე

სიახლე...

ზიანის შემცირების სერვის ცენტრები აგრძელებენ მუშაობას

ზიანის შემცირების სერვის ცენტრები აგრძელ...

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია 2012

ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების კამპა...

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!...

სიახლე

სიახლე...

ალიანსის სტატია ქსელის შესახებ

ალიანსის სტატია ქსელის შესახებ...

საინფორმაციო ბროშურები

საინფორმაციო ბროშურები...