ქალთა უფლებების კანონმდებლობის შეფასება - კვლევა - 2021

REact-ის ფარგლებში, 2020 წლის ანგარიშის რეკომენდაციების გათვალისწინებით 2021 წელს ჩატარდა "ქალთა უფლებების კანონმდებლობის შეფასება" ექსპერტის (თამარ ავალიანის) მიერ.

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართ განსაკუთრებით ლაბილურები არიან ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა: ნარკოტიკების მოხმარებელი ქალები, სექსმუშაკები და ტრანსგენდერი ადამიანები, რომლებიც სამართლებრივი და პრაქტიკაში არსებული ბარიერების  გამო,  ხშირად აწყდებიან ძალადობას, როგორც ოჯახის, საზოგადოების, ისე სახელმწიფო სტრუქტურების  წარმომადგენელთა მხრიდან. მათი ყოველღიური არსებობა დაკავშირებულია ღირსების შემლახველ ატმოსფეროსთან და სიძულვილით მოტივირებულ განწყობებთან  სახელმწიფოსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან.

როგორც კანონმდებლობისა და პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზიდან გამოვლინდა, ნარკოტიკების მომხმარებელი ქალები, ტრანსგენდერები და სექსმუშაკები იგნორირებულნი არიან სამართლებრივი და პოლიტიკური სისტემების მიერ.   მათი საჭიროებები ადეკვატურად არ არის ასახული სამართლებრივ და პოლიტიკურ დოკუმენტებში, რაც  ამ ჯგუფების გარიყულობასა და ჩაგვრას კიდევ უფრო  მეტად ახალისებს. სექსსამუშაოს რეგულირების რეპრესიული ქართული მოდელი სექსმუშაკთა მიმართ ძალადობისა და ჩაგვრის სტიმულირებას  ახდენს და თემის მარგნალიზებას უწყობს ხელს.  სექსმუშაკები განიცდიან ძალადობას, სტიგმას და მარგინალიზებას სექსსამუშაოს გამო.   სექსსამუშაოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევა და  მისი რეგულირების რეპრესიული მოდელი იძულებულს ხდის სექსმუშაკებს სახიფათო და არახილვად გარემოში იმუშაონ, ნაკლებად მიმართონ სამართალდამცველ უწყებებს, დაცვის ნაცვლად ძალადობის განხორციელების შიშით. სადამსჯელო ხასიათის ინსტიტუციური და სამართლებრივი მექანიზმებით, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები  ცდილობენ  კონტროლი დაამყაროს ადამიანის იდენტობაზე,  სხეულზე და  პირად სივრცეზე, რაც მოწყვლადი ჯგუფების კიდევ უფრო მეტ სტიგმატიზებას და ვიქტიმიზაციას ახდენს.

 

ქალთა უფლებების კანონმდებლობის შეფასება


ივნისის თვეში გაწეული რეაგირებები

ივნისის თვეში გაწეული რეაგირებები...

რა უნდა ვიცოდეთ სტიმულატორებით ზედოზირების შესახებ?

რა უნდა ვიცოდეთ სტიმულატორებით ზედოზირებ...

 სოციალური კამპანია სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ

სოციალური კამპანია სტიგმისა და დისკრიმი...

რეაქტი_სტატია ნარკოპოლიტიკის ონლაინ გამოცემა

რეაქტი_სტატია ნარკოპოლიტიკის ონლაინ გამო...

2012-2014: ევროკავშირი (EC3), DCI-SANTE/2011/260/549 არასამთავრობო სექტორის გაძლიერება ნარკოტიკების მომხმარებელი ქალების საჭროებებზე საპასუხოდ

2012-2014: ევროკავშირი (EC3), DCI-SANTE/...

COVID-19- ის გავლენა ზიანის შემცირების სერვისის უზრუნველყოფაზე: შედარებითი ანალიზი

COVID-19- ის გავლენა ზიანის შემცირების ს...

გენდერული ძალადობის შესახებ ვებინარების ჩანაწერი

გენდერული ძალადობის შესახებ ვებინარების ...

სიახლე

სიახლე...

შიდსის მსოფლიო დღის კამპანია

შიდსის მსოფლიო დღის კამპანია...