რეაგირებები დარღვევებზე 2020 წლის განმავლობაში - REACT

REAct-ორები აწარმოებენ ადმიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევათა დოკუმენტირებას და გადაწყვეტას და არიან პარაიურისტები, თანასწორი კონსულტანტები, „აუთრიჩ’ მუშაკები, რომლებიც აწვდიან აივ-ის პროფილაქტიკის და მკურნალობის, ასევე ზიანის შემცირების სერვისებს.
სამედიცინო-სოციალური დახმარება მსხვერპლს მიეწოდება კონსულტირების, პროფილაქტიკის და მკურნალობის
სხვა საჭირო მომსახურების მისაღებად პარტნიორ ორგანიზაციებში ან სამედიცინო დაწესებულებებში გადამისამართების, თანხლების მეშვეობით.


REAct-ორის მხრიდან პირველადი სამართლებრივი დახმარება მდგომარეობს სამართლებრივ საკითხებში კონსულტირებაში და ჩივილების და განცხადებების შედგენაში დახმარებაში. თუმცა, როგორც დაზარალებულებს, ასევე თავად REAct-ორებს (ასევე წარმოადგენენ მოწყვლად ჯგუფებს) ეშინიათ ზედმეტად პოლიციასთან ურთიერთობის ნეგატიური გამოცდილების და უსაფრთხოების დარღვევის შიშის გამო.
REAct-ორის მიერ შემთხვევათა სამართლებრივი მენეჯმენტი პირველ რიგში მდგომარეობს დაზარალებულსა და დამნაშავეს შორის შუამდგომლობაში. ამრიგად წყდება შემთხვევათა უმრავლესობა, სადაც დამნაშავედ გვევლინება სამედიცინო მუშაკი, განათლების ან სხვა სამსახურის წარმომადგენელი, ასევე მეზობლები და ნათესავები. REAct-ორები აწარმოებენ საგანმანათლებლო საუბრებს დამნაშავესთან აივ-ის და სტიგმის შემცირების საკითხებზე. თუ კლიენტი მზად არის დაიცვას თავისი უფლებები, ან მას ესაჭიროება პროფესიონალი ადვოკატის დახმარება (კრიმინალიზაციის შემთხვევები), ხდება კლიენტის გადამისამართება უფასო იურიდიული დახმარების სახელმწიფო სამსახურში.
სამწუხაროდ, შემთხვევათა ერთი მესამედი რჩება შესაბამისი პასუხის გარეშე, რადგან თავად დაზარალებულები ვერ ბედავენ გააგრძელონ უფლებათა დაცვა და უარს აცხადებენ REAct-
ორის ან იურისტის მხრიდან დახმარებაზე, სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთქმედების შიშით და მთლიანობაში სამართალდამცავი სისტემის მიმართ უნდობლობის გამო.
ამ დაზარალებულებს ურჩევნიათ განიცადონ უფლებების სისტემატური დარღვევა, ვიდრე განხილვებისას გახსნან აივ სტატუსი, სქესობრივი ორიენტაცია ან მაღალი რისკის ჯგუფებთან კუთვნილება.

რეაქტი აქტიურად აგრძელებს 2021 წლის მანძილზეც ქეისების დოკუმენტირებას, მონიტორინგს და საპასუხო რეაგირებების გაწევას ადამიანის უფლებების დარღვევებზე. 


REAct -ის 2020 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2020 წლის პირველი ნახევრის ანგ...

ასოციაცია

ასოციაცია "ქსენონი"...

რა უნდა ვიცოდეთ ტუბერკულოზის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ ტუბერკულოზის შესახებ...

ტელეკლინიკის პროექტი აივ მოწყვლადი ჯგუფებისთვის

ტელეკლინიკის პროექტი აივ მოწყვლადი ჯგუფე...

რეაქტის 2021 წლის სრული ანგარიში

რეაქტის 2021 წლის სრული ანგარიში...

ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების (მ.შ. ქალი მომხმარებლების) ზიანის შემცირების სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეფასება, ბარიერების ოპერაციული კვლევა

ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების (მ...

ნარკოტიკების უსაფრთხო მოხმარება COVID-19-ის გარცელების დროს - გზამკვლევი

ნარკოტიკების უსაფრთხო მოხმარება COVID-19...

რეაქტის ივლისის თვეში გაწეული რეაგირებები

რეაქტის ივლისის თვეში გაწეული რეაგირებებ...

ზიანის შემცირების სერვისები

ზიანის შემცირების სერვისები...