რა არის შიდსი?

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტური სინდრომი) მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ინფექციური დაავადებაა. ამ დაავადების დიაგნოზი  პირველად 1981 წელს დაისვა. მან დღემდე  25 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2011 წლის  სტასტისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ ინფექციით მსოფლიოში 34.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

შიდსი დაავადების -აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი) ინფექციის ბოლო სტადიას ეწოდება. ამ დროს დაავადების კლინიკური ნიშნები გამოვლინდება. ის მომაკვდინებელი შეიძლება გახდეს, რადგან აივ ვირუსი ადამიანის იმუნურ სისტემას აზიანებს. შედეგად, ინფიცირებულ ორგანიზმს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური თუ სიმსივნური დაავადება. ინფექციის გავრცელების მასშტაბურობას მისი გადადების გზები განაპირობებს. შიდსი გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით (ვაგინალური, ანალური და ორალური), სისხლისის გადასხმით, ან  დაინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის თუ სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას, ასევე დედიდან შვილზე მუცლადყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. შიდსი არ გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით,ხველით, ცხვირის დაცემინებით,კოცნით საყოფაცხოვრებო თუ სოციალური კონტაქტებით და მწერებისა და ცხოველების საშუალებით.

შიდსის ფართოდ გავრცელების მიზეზი , ვირუსის ფარულად განვითარების შესაძლებლობაც არის. აივ ინფექცია ადამიანის
ორგანიზმში მოხვედრისთანავე იჩენს თავს. ის ორგანიზმში შეუმჩნევლად 3 წლიდან 10 წლამდე შეიძლება განვითარდეს, ისე რომ, ადამიანი თავს ჯანმრთელად გრძნობდეს. ინფიცირების დიაგნოზის დასმა ლაბორატორიული კვლევის გარეშე შეუძლებელია. შიდსი მხოლოდ მაშინ გამოვლინდება, როდესაც იმუნური სისტემა დაზიანებულია. შიდსის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: ტემპერატურის უმიზეზო მომატება, ლიმფური კვანძების გადიდება, წითელი ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე, სისუსტე, ხანგრძლივი ფილტვების ანთება და ძლიერი ოფლიანობა.


უსაფრთხო ინექცია სხეულზე

უსაფრთხო ინექცია სხეულზე...

ვაკანსია _ პროექტის კონსულტანტი

ვაკანსია _ პროექტის კონსულტანტი...

2023 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

2023 წლის პირველი ნახევრის ანგარიში ...

REAct სისტემის კოორდინატორების რეგიონული შეხვედრა გაიმართა

REAct სისტემის კოორდინატორების რეგიონული...

ამერიკული კომპანია გილეადის განცხადება საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით

ამერიკული კომპანია გილეადის განცხადება ს...

გადადგი ნაბიჯი და ებრძოლე დისკრიმინაციას! - 17 მაისი - ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე

გადადგი ნაბიჯი და ებრძოლე დისკრიმინაციას...

REAct -ის 2024 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2024 წლის პირველი ნახევრის ანგ...

თანასწორობა - როგორ მივედით აქამდე

თანასწორობა - როგორ მივედით აქამდე...

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელე...