C ჰეპატიტის მკურნალობის და დიაგნოსტიკის ადვოკაცია საქართველოში (2018-2019)

 პროექტი - C ჰეპატიტის მკურნალობის და დიაგნოსტიკის ადვოკაცია საქართველოში

დონორი: Treatment Action Group  (TAG)

პერიოდი: 2018 წლის ოქტომბერი - 2019 წლის დეკემბერი

მიზანი: პროექტის ძირითადი მიზანია C ჰეპატიტის ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკის ადვოკაცია.

ამოცანები:

ჩატარებული სამუშაოს მოკლე მიმოხილვა

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა ვორქშოფი და გაფართოებუბლი მრგვალი მაგიდა ყველა დონის დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, განსაკუთრებული აქცენტით თემის წევრების ცნობიერების და ჩართულობის გაზრდით, ასევე ზიანის შემცირების სერვის ცენტრების საადვოკაციო მიმართულებით უკეთესი ჩართულობის და პროცესების ერთიანი კოორდინაციის მიზნით.

დაიბეჭდა და დარიგდა მეთოდური სახელმძღვანელო აქტივისტებისთვის C ჰეპატიტის ვირუსის დიაგნოსტიკის სახელმძღვანელო აქტივისტებისთვის.

დაიბეჭდა ფლაერები და ბანერები ზიანის შემცირების ყველა სერვის ცენტრისთვის აივ ტესტირების ევროპის კვირეულისთვის და დაფინანსდა მცირე აქტივობები ტესტირებისთვის.

მრგვალი მაგიდის შედეგები დაჯამებული სახით და თითოეულ საკითხზე კოორდინირებისთვის პასუხისმგებელი პირის მითითებით დაეგზავნა ყველა დონის დაინტერესებულ მხარეს (სამთავრობო სტრუქტურები, დონორები, GeCAB).

შეხვედრაზე წარმოდგენილი საკითხების მოგვარების მიზნით პროგრამების დირექტორის მიერ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ჩატარდა არაერთი სამუშაო შეხვედრა. საკითხების შესახებ ინტენსიურად მიმდინარეობდა კომუნიკაცია იანვარსა და თებერვალში. რიგი პრობლემები მოგვარების ეტაპზეა.


პროექტი - ზიანის შემცირების მიდგომების ინტეგრაციის ხელშეწყობა პენიტენციური დაწესებულებებსა და პრობაციის პროგრამაში- აქტიურად მიმდინარეობს

პროექტი - ზიანის შემცირების მიდგომების ი...

ტელეკლინიკა - მიიღეთ უფასო და ანონიმური სატელეფონო კონსულტაცია

ტელეკლინიკა - მიიღეთ უფასო და ანონიმური ...

ნარკოტიკების უსაფრთხო მოხმარება COVID-19-ის გარცელების დროს - გზამკვლევი

ნარკოტიკების უსაფრთხო მოხმარება COVID-19...

ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისთვის აივ პრევენციული სერვისის მიწოდება

ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებ...

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!...

სოციალური კამპანია სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ

სოციალური კამპანია სტიგმისა და დისკრიმინ...

საქართველოში ნიმ კოჰორტული კვლევა C ჰეპატიტის ინციდენტობის განსაზღვრის მიზნით (2018-2023)

საქართველოში ნიმ კოჰორტული კვლევა C ჰეპა...

რა არის ზედოზირება?

რა არის ზედოზირება?...

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ელე...