C ჰეპატიტის კამპანია 2014

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. წლევანდელი კამპანია კვლავ სახელმწიფო ორგანოებზეა მიმართული, ვინაიდან, ის, რაც სახელმწიფომ გააკეთა არ არის საკმარისი სიცოცხლისათვის. კერძოდ, პაციენტებისთვის შეთავაზებული ფასდაკლების პროგრამა არ არის ის არჩევანი, რომელიც პაციენტს სიცოცხლის საშუალებას მისცემს. ამიტომ 2014 წლის 28 ივლისს ჩვენ ავირჩიეთ სიცოცხლე. როგორც ფოტოებზე ნახავთ მოეწყო იმიტირებული არჩევნები საქართველოს 6 ქალაქში, სადაც პაციენტებმა და მათმა მხარდამჭერებმა შემოხაზეს C ვარიანტი და ხმა მისცეს სიცოცხლეს. ზაფხულის სიცხის მიუხედავად ამომრჩევლის აქტივობა შთამბეჭდავი იყო. 1 საათზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში ხმა მისცა 1658 ამომრჩეველმა და ამით მთავრობას უკარნახა საკუთარი ნება, რომ მკურნალობა უნდა იყოს პაციენტისთვის უფასო. ამას გარდა საქართველოს 4 ქალაქში გაიმართა მრგვალი მაგიდა და რამდენიმე შეხვედრა პაციენტებთან. მომზადდა საინფორმაციო და პრომო მასალა. მედიამ ტრადიციულად ფართოდ გააშუქა კამპანია - 16 სიუჟეტი, ჩართვა, ტოკშოუ, პუბლიკაცია და ა.შ. სასჯელაღსრულების სამინისტრომაც აღნიშნა ეს დღე საპატიმროებში საინფორმაციო მასალის გავრცელებით (იხილეთ 2 პოსტერი ილუსტრაციისთვის) და ღონისძების მოწყობით. საარჩევნო ატრიბუტიკა გვათხოვა ცესკომ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.


სამუშაო შეხვედრა ნარკოპოლიტიკის თემაზე

სამუშაო შეხვედრა ნარკოპოლიტიკის თემაზე...

#StandWithUkraine

#StandWithUkraine...

REAct -ის 2025 წლის პირველი ნახევრის ანგარიში

REAct -ის 2025 წლის პირველი ნახევრის ანგ...

ანალიტიკური დოკუმენტი  ნარკოტიკების მომხმარებელთა დეკრიმინალიზაციის შესახებ

ანალიტიკური დოკუმენტი ნარკოტიკების მომხ...

სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია

სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია...

საინფორმაციო ბროშურები

საინფორმაციო ბროშურები...

ოჩთ პროგრამის გამოწვევები საქართველოში

ოჩთ პროგრამის გამოწვევები საქართველოში...

2012-2014 აივ-ინფექციის პროფილაქტიკის ეფექტური სტრატეგიის შემუშავება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის

2012-2014 აივ-ინფექციის პროფილაქტიკის ეფ...

იანვარი 2013-ივნისი 2013: გლობალური პროექტების განმახორცილელებელი ცენტრი (გლობალური ფონდი)

იანვარი 2013-ივნისი 2013: გლობალური პროე...